დღეს რაღაც ახალი ლეველის მათხოვარ-აფერისტ-ინწელიგენწი შემხვდა. გამაჩერა ვიღაც მშვენივრად გამოწყობილმა ტიპმა, ვითომ ფრანგი იყო და თავიდან რაღაცეების ბოდიალი დაიწყო იდეაში ფრანგულად, არადა პროსტა ღ-ჟ-ებს ურევდა რენდომ მოგონილ სიტყვებში

მოკლედ მონოლოგი მოარტყა ამ თავისი ''ფრანგულით'' და ბოლოს ვითომ ფრანგულ აქცენტიანი ''ინგლისურ-რუსულით'' მოაყოლა თღღი ლარი, თღღი ლარიო

ხო დავწვი რომ აფერისტია ვიღაც და მეთქი აი დონთ უნდერსთააანდ, ნოუ ენგლიიშ, ავყევი ვითომ ვერ ხვდები და ნოუ ენგლიიიშ ნოუ ენგლიიშ, ის გამწარებული თღღის გაიძახის, მე ნოუ ენგლიიიშ, ბოლოს უკვე თითებით მანიშნებდა, მე ისევ ვაათ აი დონთ უნდერსთაააანდ

ბოლოს რაღაც ჩაიბურტყუნა გამწარებულმა და შემეშვა