
სამი ქუჩის ძაღლი ჩამოუყვა ქუჩას, არც იქით არც აქეთ, მაინცდამაინც ზებრასთან გაჩერდნენ და უყურებდნენ მანქანებს. ერთი ცოტა წინ წავიდა, წყვეტილ ხაზთან, მანქანამ დაუსიგნალა და ისევ უკან გამოიქცა.
მივხვდი რაშიც იყო საქმე. მივედი ზებრასთან, შემომხედეს მე, ერთი გვერდზე მომიჯდა (კუდის ქიცინით ცხვირიც მომადო), ერთი უკან, მესამე შორიახლოს და უკვე გზას კი არა, მე მიყურებდნენ.
შუქნიშანი აინთო, გზაზე გადავედი და გამომყვნენ.

იქითა მხარეს გაუყვნენ თავიანთ გზას
რამდენიმეჯერ შემხვედრია სხვადასხვა ძაღლები გზაზე გადასვლისას ეგრე ადამიანებს რომ აყვებიან ხოლმე. როგორ ისწავლეს ძალიან საინტერესოა.