მართალია ჩვენს პლანეტაზე ჯერ კიდევ კორონა მძვინვარებს, მაგრამ 2021 წლისთვის მთელმა რიგმა ფესტივალებმა მაინც განაახლეს ლაინაფები და საკმაოდ საინტერესო პოსტერები შემოგვთავაზეს.
ვინაიდან მძიმე მუსიკის მსმენელი ვარ, მე ჩემი მხრივ, 2021 წლის ლაინაფებს მთავარ ფესტებისას მიმოვიხილავ ევროპის მასშტაბით.
თითქმის ყველა ქვემოთჩამოთვლილ ფესტზე ნამყოფი ვარ და წასვლის სურვილის ან დაინტერესების შემთხვევაში შემიძლიათ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება

პირველ რიგში, როგორც მოგეხსენებათ 2020-ში თითქმის არაფერი გამართულა (და მაგიტომაც უდიდესი დეპრესია მაქვს დღემდე!

), შესაბამისად ფესტებმა, შეძლებისდაგვარად ,,გადააკოპირეს" ის ბენდები თუ შემსრულებლები რაც 2020-ში უნდა ჰყოლოდათ 2021-ისთვის.
1. Hellfest 2021
საფრანგეთის მთავარ (მძიმე) მუსიკის ფესტმა (ე.წ. ,,მძიმე მუსიკის დისნეილენდმა") შემდეგი ლაინაფი შემოგვთავაზა

ბილეთის ფასი იყო 200 ევრო (კემპინგის ადგილიანად) და ყველა ბილეთი გაიყიდა რეკორდულ დროში - ბილეთების დადებიდან 17 წუთში (რათქმაუნდა პირადად ვერ მოვასწარი

).
თუმცა გადამყიდველებთან ბილეთის შოვნა შეიძლება.
აღნიშნულ ფესტზე ნამყოფი ვარ ერთხელ.
2. Graspop Metal Meeting 2021
ჰელფესტის ერთერთმა მთავარმა კონკურენტმა გრასპოპმა, რომელიც ბელგიის პრემიუმ როკ და მეტალ ფესტია 2021-ისთვის ოფიციალურად ჯერჯერობით ერთი ბენდი დაანონსა.

თუმცა 2020 წლის (ჩაუტარებელი) ფესტის აფიშა 90 % უნდა გადმოვიდეს 2021-ისთვისაც (ალბათ Iron Maiden-ის გამოკლებით, რომელმაც ყველა საფესტივალო ტური გააუქმა და მის მაგივრად პოტენციურად უნდა ველოდოთ Manowar-ს, System Of A Down-ს, Gun'n'Roses, Nightwish-ს, Scorpions-ს).

ამ დიდებული ლაინაფის ბილეთი მაქვს. ფასი არის 250 ევრო (კემპინგის ადგილიანად). ყველა ბილეთი გაიყიდა წინა წელს. მაგრამ მეიდენის გაუქმების გამო, სავარაუდოდ ვიღაცეები ბილეთებს დააბრუნებენ და დიდი ალბათობით გასაყიდადაც დაემატება.
გრასპოპზე ნამყოფი ვარ 3-ჯერ და ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია
3. Wacken Open Air 2021
გერმანიის მთავარი როკ/მეტალ ფესტის ყველა ბილეთი გაყიდულია.
2021 წლის ლაინაფი ჯერჯერობით ესე გამოიყურება

4. Nova Rock 2021
ავსტრიის მთავარი როკ ფესტის ლაინაფი საკმაოდ მიმზიდველია მეინსტრიმ მსმენელისათვის.
ერთხელ ვარ ამ ფესტზე ნამყოფი და ფესტი ასევე მიმზიდველია მისაღები ფასებითა და კარგი გართობის საშუალებებით.

ბილეთები ეხლაც იყიდება და დაახლოებით 180 ევრომდე ღირს კემპინგის ადგილინიანად.
5. Rock Am Ring/Rock Im Park 2021
გერმანიის ყველაზე მეინსტრიმ როკ ფესტის ლაინაფი 2021-ისთვის შემდეგნარიად გამოიყურება.

6. Alcatraz 2021
მძიმე მუსიკის კუთხით ჩემთვის პირადად ყველაზე მიმზიდველი ლაინაფი 2021-ისთვის ჯერჯერობით აქვს Alcatraz Music Festival-ს. რომელიც ბელგიის ქალაქ კორტრიკში იმართება ხოლმე.

ამ ფესტის ღირებულება კემპინგის ადგილიანად დაახლოებით 160 ევრომდე გამოდის. ბილეთები ეხლაც იყიდება.
ეხლა ყველაზე რთულია 2021-ისთვის რაიმეს დაგეგმვა, მაგრამ ვინმე რომელიმე უცხოურ ფესტივალს თუ აპირებთ (თუნდაც თქვენი მუსიკის მიმართულებით) შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, ან თუ იყავით სადმე მოგვიყვეთ.

მე ჩემი ძველი ფესტების ფოტოებსაც ჩავყრი აუცილებლად.
This post has been edited by madridman on 25 Aug 2020, 11:04
Oh dismal mourning...
I open my weary eyes once again