თაკომ, საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა საბურთალოს ოლქში 3 თვის წინ.
მის კანდიდატურას გაერთიანებული ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

მანვე გამოთქვა
მოსაზრება გიორგი ვაშაძის პრემიერობაზე. შეგახსენებთ, რომ ამას მოყვა ნაციონალების
მძაფრი რეაქცია. უმალ გაუხსენეს ვაშაძეს მისი ნათესაური კავშირი ჩხარტიშვილთან, რაც
არ გახსენებიათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას და გიორგი ვაშაძეს ნაციონალების
საპრეზიდენტო კანდიდატის - ასევე ვაშაძის

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობაც კი ანდეს!
უფრო შორეულ ამბავსაც შეგახსენებთ, თუ როგორ აქებდა რამდენიმე წლის წინ სააკაშვილი გიორგი
ვაშაძეს. ისიც კი თქვა მაშინ, რომ გიორგი მას საკუთარ თავს აგონებდა ახალგაზრდობისას. დამერწმუნებით,
რომ სააკაშვილისგან ეს უმაღლეს შეფასებად შეგვიძლია განვიხილოთ.
ახლა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. ნაციონალებმა განაცხადეს, რომ თბილისში 2 კანდიდატს დაჯერდებიან.
მაგრამ ახლა ისნის რაიონში (სადაც გაერთ. ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი ვაშაძეა წარდგენილი კანდიდატად) თავისი
კანდიდატის წარდგენაზე მსჯელობენ! ამ დღეებში გადავწყვეტთ და შესაძლოა დავაყენოთ ან დეკანოიძის, ან სამადაშვილის
და ან უდუმაშვილის კანდიდატურაო! აი, ასე!
არ არის ეს კარგი საერთო მიზნისთვის!

დამავიწყდა მიმეწერა, რომ ვაშაძის არც მომხრე ვარ და არც ამომრჩეველი. სრულიად ნეიტრალური ვარ მის მიმართ.
თანაც, საბურთალოელი და არც თაკოს ამომრჩეველი.
This post has been edited by Ninelku on 20 Aug 2020, 18:52
vita brevis...