27.08.2020 / 18:19აა
არჩილ თალაკვაძე - როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და საქართველოში დაბრუნება სურს - "ჰამოვიდეს", ვერაფერს ვიზამთ
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და საქართველოში დაბრუნება ამიტომ სურს. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ რიგში, სააკაშვილს რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი ელოდება.
„მგონი, ერთი და იგივე სერიას ვუყურებთ, როდესაც ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილი გამოდის და თავის შემცირებულ მხარდამჭერებს ეუბნება, რომ ის დაბრუნდება. ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა. პირველ რიგში, მას ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი. მინდა გითხრათ, რომ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მისი თანამებრძოლი მასზე ძალიან გაბრაზებულია, თუმცა, თუ ის მაინც შეძლებს და მოძებნის ძალას იმისთვის, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს, აქ დახვდება თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფო, მან დატოვა ადამიანის უფლებების დარღვევა, დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია. მან დატოვა მონოპოლიზებული მედია, დღეს ქვეყანაში მრავალფეროვანი და კრიტიკული მედიაა. მან დატოვა დამახინჯებული კონსტიტუცია, დღეს ქვეყანას ევროპული ტიპის კონსტიტუცია აქვს. მრავალი სხვა პროგრესული ცვლილება არის ქვეყანაში. ასე რომ, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ქვეყანა, ჩვენ ყველა მის განვითარებაზე ვზრუნავთ. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე გაცვალა. როგორც ჩანს, ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და საქართველოში დაბრუნება სურს. "ჰამოვიდეს", ვერაფერს ვიზამთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ეს კლე რო პარლამენტის თავმჯდომარე იქნება იმ ქვეყანას რა ეშველება?
ეს ჰამოდი–ს ქოცრეჟიმული პრიკოლი რა არის პარლამენტის თავმჯდომარეც რო ვითამ ღადაობს–––დადეთ რა აზრზე არა ვარ გეფიცებით....რა გამოვტოვე ვიცოდე(თ) სხვებმაც რაზე ღლიცინებს მთელი ფორუმული ქოცუსერობა
This post has been edited by kardinali100 on 27 Aug 2020, 23:23