- თქვენ სამუდამო პატიმრობის 40 წელი მოიხადეთ, როგორ ფიქრობთ შეიცვალეთ?
- შევიცვალე? თქვენ თვითონ განსაჯეთ! იცით, წარმოდგენა არა მაქვს რას ნიშნავს ადამიანის შეცვლა.
- ეს ნიშნავს, რომ მზად ხართ საზოგადოებას დაუბრუნდეთ.
- მესმის, მესმის, რისი თქმაც გინდათ, მაგრამ ჩემთვის უბრალოდ ეს სტანდარტული სიტყვაა, შტამპი განკუთვნილი პოლიტიკოსებისა და იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც თქვენ ეკუთვნით. ეს შტამპი იმისთვის გჭირდებათ, რომ მშვიდად ატაროთ თქვენი პაჯაკი და მშვიდი სამსახური გქონდეთ.სინამდვილეში კი რა გაინტერესებთ? განვიცდი თუ არა ოდესღაც დანაშაული რომ ჩავიდინე?
- განიცდით თუ არა?
- შვილო, ამისთვის ციხეში ჯდომა სულაც არ არის საჭირო. ერთი დღეც არ გავა ისე, რომ სინანულს არ ვგრძნობდე. იმიტომ კი არა რომ აქა ვარ?! არც იმიტომ რომ თქვენ მიგაჩნიათ მონანიება აუცილებელიაო. ახლა, როცა ის ახალგაზრდა, თავქარიანი ბიჭი მახსენდება, რომელიც მაშინ ვიყავი, ბიჭი, რომელმაც ის სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, ძალიან ვნანობ რომ არ შემიძლია დაველაპარაკო მას, ვეცდებოდი დამერწმუნებინა, ჭკუაზე მომეყვანა, მეთქვა მისთვის თუ რა ელოდება მომავალში, მაგრამ ეს შეუძლებელია. ის ბიჭი უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. ის აი ამ მოხუცად იქცა. მოხუცად, რომელიც ახლა თქვენს წინაშე დგას. ამ ტვირთის ტარება მას სიკვდილამდე მოუწევს. "გარდაქმნა"- ეს ხომ იდიოტური, ყალბი სიტყვაა.''
მიმაგრებული სურათი