საქართველოს ქალაქები, სოფლები და თვით დედაქალაქი თბილისიც კი ჩაშავებული, ჩამოძონძილი და დანგრეულია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა და რამდენიმე კორპუსის გარდა არაფერი შეღებილა-რეაბილიტირებულა. უფრო საშინელი მდგომარეობაა სოფლებსა და რეგიონებში. გავერანებული და დანგრეული სახლები, ყველგან შავი და რუხი, პესიმისტური ფერები. წყალტუბო, წალენჯიხა, ტყიბული, ქუთაისი ხაშური და ყველა დიდი-პატარა ქალაქი ნაომარ-ნაფრონტალს ჰგავს. რატომ არცერთ მთავრობას არ აქვს თუნდაც პატარა, მცირებიუჯეტიანი პროგრამა ამ საშინელების გამოსასწორებლად? ბუნება კი გვაქვს ლამაზი, მაგრამ ევროპიდან როცა ჩამოვდივარ ხოლმე თავი კონგოში ან ბურკინა ფასოში მგონია. ტურისტები მარტო ბუნებას არ უყურებენ, დანგრეულ და ჩამოძონძილ სოფლებში არავის გაუჩნდება სურვილი ჩამოსვლის. არადა გალამაზებული სოფლები + ლამაზი ბუნება და საოცრება იქნება საქართველო.
სოციალისტური სისტემის ნგრევის შემდეგ იგივე პრობლემები იყო აღმოსავლეთ ევროპაშიც (პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, აღმ. გერმანია). 1991 წლიდანვე დაიწყეს იქ მთელი რიგი პროგრამები და მოახდინეს ამ საშინელება სიშავისა და სიბინძურის თავიდან მოშორება, გაალამაზეს ქალაქები, სოფლები. აღმოსავლეთ გერმანიის მაგალითს გეტყვით თუნდაც: თითქმის ყველა გერმანელთან საუბარში ამბოდნენ რომ ძველი დრო და (DDR) სჯობდა, ნოსტალგია აქვთ ძველი პერიოდის, იგივე როგორც ჩვენთან 35 წლისა და ზევით ასაკის ხალხი მისტირის კომუნიზმს. თუმცა ყველა ერთხმად ამბობს, რომ 1991 წლისათვის ჩამოქცეული იყო აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქები და სოფლები. კანალიზაცია, ინფრასტრუქტურა, ფასადები დანგრეული და გავერანებული. ყველგან შავი ფერები. თუმცა ამას ახლა აქ ვერსად ვეღარ ნახავთ, სადღაც პოლონეთის საზღვართან გადაკარგულ პატარა სოფელშიც რომ ჩახვიდეთ, ისიც კი მოწესრიგებულია და გალამაზებულია. ხშირად ვეკითხებოდი ხოლმე თავს თუ როგორ მოახდინეს მათ ამის გაკეთება და ჩვენ რატომ არ შეგვიძლია იგივე, თუნდაც ნელი ტემპებით რომ გავაკეთოთ. საბოლოოდ როგორც გავარკვიე 1991 წლიდანვე გერმანიის ფედერაც. რესპუბლიკამ (დასავლეთ გერმანიამ) რალიზება გაუკეთა აღმოსავლეთ გერმანიის აღდგენის რამდენიმე პროგრამას.
1) სახელმწიფომ აიღო თავის თავზე გზების, კანალიზაციის, შუქნიშნების, რკინიგზის (Deutsche Bahn-თან ერთად) მაშტაბური რეაბილიტაციის პროგრამა
2) მთავარი მაინც იყო ჩამონგრეული კერძო სახლების რეაბილიტაცია და ამ შემთხვევაში სახელმწიფომ გამოყო თანხები და სახლის რეაბილიტაციისას იხდიდა მაგალითად 60% მთლიანი ღირებულების, ხოლო დანარჩენ 40% იხდიდა სახლის მესაკუთრე, ისიც ბანკიდან აღებული შეღავათიანი სესხით. საბოლოოდ დარჩა მას გარემონტებული ლამაზი სახლი და ქვეყანაც გალამაზდა.
ჩემი შეკითხვაა: დამოუკიდებელი საქართველოს ამ 30 წლის განმოვალობაში, რატომ არცერთ ხელისუფლებას არ მოუვიდა თავში მსგავსი პროგრამის განხორციელება? მესმის რომ გერმანია არ ვართ, გვაქვს პატარა ბიუჯეტი, მაგრამ თუნდაც 100 მილიონი ლარი რომ ჩადონ ყოველწელს (შეგახსენებთ რომ მარტო ახლა ბავშვებს რომ 200 ლარს ურიგებენ 150 მილიონი ლარია გამოყოფილი). და მაგალითად 70% სახლის რეაბილიტაციის (30 000 ლარი თუ ჯდება, 20 000 ლარი სახელმწიფომ აიღოს და 10 000 ლარი მესაკუთრემ) აიღოს სახელმწიფომ თავის თავზე და 30% ბანკიდან დაბალი პროცენტით მესაკუთრემ.
ეს ხომ გამოიწვევს ისევ ეკონომიკის ამუშავებას და ეს ფული ქართულ ეკონომიკაში წავა. დასაქმდებიან ხელოსნები, აშენდება მაგ. კრამიტის ქარხანა და დაეფარება სახლებს ლამაზი წითელი კრამიტი, აშენდება სხვა სამშენებლო მასალის ქარხნები, რადგან ყოველწლირად იქნება მოთხოვნა ამ პროდუქკტებზე და საბოლოოდ მივიღებთ ლამაზ საქართველოს.
P. S. ნაცების, ქოცების, ნათელაშვილის და ა.შ გინებას ნუ დაიწყებთ ამ თემაში. გამოთქვით თქვენი აზრები თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და ჩვენი სამშობლოს უფრო გალამაზება. რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ და რამდენად იმუშვებს ეგ ჩვენთან.
საქართველო:
This post has been edited by bavaria87 on 4 Sep 2020, 12:18
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
გინდა ცხონება? – იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა: თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება; ხოლო თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია; ის არის შენი იმედი, მასშია შენი ცხონება.
( წმ. იოვანე ოქროპირი)