უძინარი
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4746
წევრი No.: 228515
რეგისტრ.: 28-January 17
|
#56764885 · 30 Aug 2020, 22:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს თემა მანამ იქნება აქტუალური, სანამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, და დამნაშავეები პასუხს არ აგებენ.
გადავხედოთ ფაქტებს:
1. 2004-ში პუტინი საჯაროდ აცხადებს, რომ თუ შევეცდებით ცხინვალის აღებას, ის შემოიყვანს ჯარებს. 2. ამერიკის სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირები პირდაპირ აფრთხილებენ სააკაშვილს, რომ ცხინვალში შესვლას მოყვება რუსეთის მხრიდან ინტერვენცია და არავინ დაეხმარება. 3. ბურჯანაძის, ივანიშვილის და ოქრუაშვილის მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს ქონდა ცხინვალზე შეტევის განზრახვა, მაგრამ გადააფიქრებინეს.
ეს ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენდა სააკაშვილის განზრახვა და რომ არავის დაუყენებია ეჭვქვეშ ამის საპასუხოდ რუსეთის შემოჭრა.
ომამდე ვინმეს უთქვამს, რომ ცხინვალს შევუტიოთ და რუსეთი არ ჩაერევაო? ფიქრადაც კი არავის გაუვლია.
ახლა რა ხდებოდა უშუალოდ აგვისტომდე:
1. რუსეთი ატარებს წვრთნებს და აშკარად ემზადება ომისთვის. 2. ცხინვალში შეყავთ ბოევიკები, მძიმე ტექნიკა, ამაგრებენ ქალაქს და ხიზნავენ მოსახლეობას. 3. მსოფლიო და ქართულ პრესაში იბეჭდება, რომ რუსეთის მხრიდან ხდება სერიოზული საომარი მზადება და რომ საქართთველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ომის თავიდან ასაცილებლად.
რას გააკეთებს ასეთ დროს ნორმალური ხელისუფლება? ცხადია არის 2 ვარიანტი, ან ემზადები თავდასაცავად და მთელ მსოფლიოს მოუწოდებ რომ რუსეთი შეაჩერონ, ან ემზადები სერიოზული ომისთვის და მთელ მსოფლიოს მოუწოდებ დახმარებისკენ, ყველა ვარიანტში ზრუნავ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.
რა გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ? მხოლოდ ფაქტები:
1. შეგნებულად დამალა რუსეთის ყველა დანაშაულებრივი ქმედება და ყველაფერი გადააბრალა კოკოითს. 2. არ შეატყობინა არცერთ დიპლომატიურ კორპუსს საომარი საფრთხის შესახებ და არც ცხინვალზე შეტევის შესახებ ჩააყენა მეგობარი ქვეყნები ოფიციალურად საქმის კურსში. 3. არ გამოიყვანა მოსახლეობა და არც მნიშვნელოვანი თავდაცვითი ღონისძიებები გატარებულა. 4. უგულებელყო სამხედროების რჩევები და შეუტია წინასწარ გამაგრებულ ცხინვალს.
რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ხელისუფლების ქმედებებისგან?
1. ცხინვალზე შეტევას არ ქონია სამხედრო მიზნები, არანაირი შანსი არ არსებობდა ქალაქის სწრაფი აღებისა, შედეგად პირველად შესული ტანკები და დანაყოფები მთლიანად გაგვინადგურეს. ცხინვალზე შეტევას სხვა განზრახვები ქონდა. 2. ხელისუფლებას არ უნდოდა ხალხს გაეგო, რომ რუსეთი შესაძლოა ჩარეულიყო, ამიტომ დაჟინებით ავრცელებდნენ დეზინფორმაციებს, რომ რუსეთი არაფერ შუაში იყო და რომ რუსეთი თვითონაც შეშფოთებული იყო. 3. ხელისუფლებას არ უნდოდა ცხინვალში შესვლა გამხდარიყო საერთაშორისო მსჯელობის საგანი, ამიტომ არცერთ დიპლომატიურ კორპუსს არ შეატყობინეს და არც საერთაშორისო ორგანიზაციები ჩააყენეს საქმის კურსში. 4. ხელისუფლებას არ ქონდა განზრახული რუსეთთან ომი, არც ჯარი მოუმზადებიათ სათანადოდ.
რა შეიძლება ვიფიქროთ ამ ყველაფრის მერე, რა მიზანს ისახავდა ხელისუფლების ასეთი აბსურდული ქმედებები? როცა რუსეთი აშკარად ემზადება ომისთვის, როცა აშკარად ემზადება ტანკების შემოსაყვანად, ამ დროს ხალხის მოტყუება რუსეთი არ ჩაერევაო, მსოფლიო თანამეგობრობის ფეხებზე დაკიდება და გამაგრებულ ქალაქში გასანადგურებლად განწირული ტანკების შეყვანა რაში დაჭირდათ?
როცა იცი, რომ ცხინვალში შესვლის მერე რუსეთი გარანტირებულად შემოვა და არანაირ ღონისძიებას არ ატარებ სერიოზული ომის საწარმოებლად, მაშ რა განზრახვა ედო ცხინვალში გასანადგურებლად განწირულ შესვლას?
ლოგიკურად თუ დავალაგებთ ყველაფერს, ცხადია ხდება პუტინის და სააკაშვილის მიზნები:
1. პუტინს უნდოდა შემოჭრა და ქონდა მარტივი გათვლა: როგორც კი შევიდოდით ცხინვალში, დაუყოვნებლივ შემოიყვანდა ჯარებს. სავარაუდოდ უკვე იცოდა, რომ სააკაშვილი ზაფხულში აპირებდა ამას. 2. სააკაშვილს არ ქონია განზრახული რუსეთთან ომი, არც სერიოზული საომარი თავდაცვა, მხოლოდ რუსეთის შემოჭრა და ოკუპანტის სტატუსის მინიჭება ქონდა მიზნად, შემდეგ კი ჩაერეოდა დასავლეთი და იქ შეაჩერებდა, სადაც შეძლებდა.
აბსოლუტურად ყველაფერი ემთხვევა ამ მიზნებს, სააკაშვილის და ნაცების ყველა ქმედება ამას ადასტურებს.
მხოლოდ მაშინ იყვირეს რუსეთი შემოდისო, როცა ნამდვილად დარწმუნდნენ რომ რუსეთის რეგულარული ჯარები შემოდიოდნენ გვირაბიდან, მხოლოდ ამის მერე შეატყობინეს მსოფლიოს და მხოლოდ ამის მერე თქვეს, რომ თურმე რუსეთი აგვისტომდეც საომარ სამზადისს ეწეოდა. ერთი რაც არ ქონდათ გათვლილი, ეს იყო რუსეთის თბილისზე წამოსვლა. სწორედ მაშინ შეეცვალათ სახეები და მოგვიწოდეს წინააღმდეგობა გაგვეწია ყველა არსებული საშუალებებით.
რუსეთი ნამდვილად შემოვიდოდა თბილისში თუ დასავლეთი ისევ გააგრძელებდა ჩვენს ფეხებზე დაკიდებას, მაგრამ ეს უკვე არავის აწყობდა და ამერიკის მხრიდან და ნატოს მხრიდანაც მნიშვნელოვანი სამხედრო მანევრები დაიწყო, რამაც რუსეთი საბოლოოდ შეაჩერა დღევანდელ პოზიციაზე.
თუ ვინმე თვლით რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის სასარგებლო იყო, შეგიძლიათ ახსნა-განმარტება დადოთ, სხვა შემთხვევაში ეს არის სამშობლოს გაყიდვა და უმაღლესი დონის დანაშაული, რომელიც სამხედრო ტრიბუნალით უნდა გასამართლდეს. დანაშაული იკვეთება რამოდენიმე მომენტში:
1. ცხინვალში გარანტირებული მარცხისთვის განწირული ტანკების შეყვანა. 2. მოსახლეობის დაუცველი დატოვება. 3. შეგნებულად ჩატარებული უსარგებლო სამხედრო მოქმედებები, რომელსაც გარანტირებულად მოყვებოდა რუსეთის შემოჭრა. 4. არანაირი თავდაცვითი ღონისძიებების გატარება, რომელიც შეაჩერებდა ან მნიშვნელოვან წინააღმდეგობას გაუწევდა რუსეთს. 5. მსოფლიო თანამეგობრობის შეგნებული იგნორირება, რომელსაც შედეგად მოყვა სრული პოლიტიკური კრახი და ქვეყნის ცაიტნოტში ჩაყენება.
თუ ვინმეს საწინააღმდეგო არგუმენტები გაქვთ და დაამტკიცებთ, რომ სულაც არ ყოფილა სააკაშვილის და ნაცების მიზანი რუსეთის შემოჭრა და ოკუპანტის სტატუსის მიცემა, მხოლოდ გამიხარდება, რადგან ბევრ ქვეყანას ყოლია ნაბიჭვარი პრეზიდენტები, მაგრამ ქვეყნის გამყიდველი მათ შორის არც ისე ბევრი იყო.
--------------------
ნაცმო უნდა აიკრძალოს და გაქრეს პოლიტიკიდან
|