#56769336 · 31 Aug 2020, 23:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ფეისბუქზე ამასწინათ ვნახე რებანკის რეკლამა, სესხები 6% დან. ხოდა ვიფიქრე მოგო და ამექსის მოსაშორებლად ამეღო მაგათთან სესხი. მივედი ფილიალში (სულ სამი აქვთ თბილისში) დაველაპარაკე პირობებზე მაგრამ გარკვეული პასუხი არ გამცეს, მითხრეს გავაკეთოთ განაცხადი და შემდეგ გეტყვით ზუსტ პირობებსო. გავაკეთე განაცხადი და სამი დღის მერე მირეკავენ დამტკიცდა სესხი, მობრძანდით ხელშეკრულების დასადებადო, პირობები ვიკითხე ისევ და კონკრეტული პასუხი ისევ არ გამცეს, ადგილზე გაგაცნობთო. მივედი ფილიალში გადმომიდეს ხელშეკრულება და მეუბნებიან მონიშნულებზე მოაწერეთ ხელიო, აი მანდ დავეჭვდი, სხვაგან ყოველთვის მეუბნებიან გაეცანით პირობებსო და ამათმა ეგრევე ხელის მოწერა მითხრეს. დავხედე ხელშეკრულებას და ვხედავ პროცენტი 36 და ეფექტური 49 წერია, ვიფიქრე ვადაგადაცილების შემთხვევაში თუ არის ამხელა პროცენტიო,დავხედე გრაფიკის ბოლოს და 4700 ლარზე 8900 გადახდა მიწევს. ეს რა არის ამხელა პროცენტი რატომ წერია მეთქი და ეხლა რატომ კითხულობ პროცენტს ჩვენ ხომ შევთანხმდით პირობებზე, სესხი დაგიმტკიცებთ და ხელშეკრულება მზადააო. ამხელა პროცენტზე არ შევთანხმებულვართ მეთქი, არ მაწყობს და არ მოვაწერ ხელს ამ ხელშეკრულებასთქო. ჯერ თავიდან ლამის ჩხუბი დამიწყეს უნდა მოაწეროო, რომ არ დავყევი, მერე ტაქტიკა შეცვალეს, გავარკვევთ ეხლავეო. გადარეკეს სადღაც და ეუბნებიან გრაფიკი ნახა და არ აწერს ხელსო. ცოტა ხანი ისაუბრა ტელეფონზე და მერე მეუბნება, შეცდომა მოხდა სათაოში 36 თვის ნაცვლად 48 თვეზე გამოუშვიათ გრაფიკი და შევცვლითო, არ მინდა დამიბრუნეთ პირადობა უნდა წავიდე მეთქი და არა სანამ ახალ გრაფიკს არ განახებთ არ წახვიდეთო, მოკლედ მიუხედავად იმისა რომ ერთი 10 წუთი ვუხსნიდი რომ არ მაინტერესებდა არც ის ახალი გრაფიკი არ მომეშვენ. ბოლოს ვეუბნები, რომ არ დამეხედა ხელშეკრულებისთვის და ისევე მომეწერა ხელი როგორც მომაწოდეთ ეგ შეცდომა ხომ ძალაში დარჩებოდა მეთქი. სესხი მჭირდება მოგოს ლიზინგის გადასფარად სადაც 28% მაქვს და 49 % რატომ უნდა ავიღოთქო და პასუხი გამცეს სასწაული, ჩვენთან უკეთესი პირობებიაო. თქვენთვის კია უკეთესი პირობები მაგრამ ჩემთვის არაა მეთქი. მოკლედ ძლივს დავაღწიე თავი. კომედი შოუს რომ ჰქონდა სკეჩი "სიაფანდ ბანკი" ზუსტად ეგ შთაბეჭდილება დატოვეს.
|