საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში მესამე მოსმენით მიიღებს კანონპროექტს, რომელითაც საზღვრის დაცვის პოლიციას უფლება ექნება, მოქალაქე არ გაუშვას შენგენის ზონაში. კანონპროექტს მაქსიმუმ 4 სექტემბრამდე უყრიან კენჭს და გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.
პოლიცია პირს შენგენის ზონაში გაფრენამდე რამდენიმე კრიტერიუმით შეამოწმებს და თუ რომელიმე მათგანი დაირღვევა, მოქალაქე საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთავს.
ეს კრიტერიუმებია:
თუ პირს შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანამ შესვლა აუკრძალა და ეს ცნობილია საქართველოს ხელისუფლებისთვის;
თუ არ ექნება მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია არანაკლებ 3 თვე;
თუ არ ექნება შენგენის ზონის დატოვებისთვის საჭირო ბილეთი ან ჯავშანი;
სასტუმროს/საცხოვრებლის ჯავშანი ან მასპინძელი ოჯახის თანხმობა (მათ შორის საცხოვრებლის მისამართი);
შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მოგზაურობისთვის საჭირო ფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30814984....8rZYv7QtKcO8SR0 This post has been edited by ნოდარი13 on 1 Sep 2020, 17:07