გაუმარჯოსთ,
მოკლედ წარუმატებელი შესყიდვა გამომივიდა წინა კვირაში, ვიყიდე 32"-იანი 4K მონიტორი მაკბუქთან დასაწყვილებლად და აღმოაჩნდა მკვდარი პიქსელი. მეტი მოდელი აღარ აქვთ საწყობში.
ამიტომ გადმოვინაცვლე ფორუმზე - მჭირდება 4K მონიტორი 27-დან 32-მდე დიაგონალით, 34" განიხილება Ultrawide-ის შემთხვევაში, თუმცა მასეთ მოდელებში პიქსელების რაოდენობა 3 მილიონით ჩამორჩება ხოლმე:
1) 4K - 3840 × 2160 = 8 294 400 -> 32": 137 PPI, 27": 163 PPI
2) 34" UWHD - 3440 x 1440 = 4 953 600 -> 34": 109 PPI
აუცილებელი თუ არა ძალიან მნიშვნელოვანია - Type-C ან უკეთეს შემთხვევაში Thunderbolt 3-ის მხარდაჭერა 90W-იანი გამომავლით რათა ერთი კაბელი იყოს საკმარისი გამოსახულების გადასაცემად და ლეპტოპის დასატენად, ანუ ერთი კაბელი ტენის კიდეც ლეპტოპს მონიტორიდან გამომავალი ენერგიით და ამავე კაბელით იღებს მონიტორი ვიდეო სიგნალს.
120 ჰერცი თუ ექნება მთლად უკეთესი.
სავარაუდო მოდელები:
- Dell UltraSharp U2720Q / U3219Q
- LG 27GN950-B 27'' UltraGear 4K UHD Nano IPS 1ms 144Hz G-Sync (ამას არ აქვს Type-C)
- Acer NITRO XV3 27" 144Hz
- Acer ConceptD CP7
- HP Z27 / Z32
- და ა.შ.
რჩევებსაც სიამოვნებით გავითვალისწინებ.
მონიტორის დანიშნულება - ტექსტთან მუშაობა / კოდი
თამაშები - არა
პ.ს. 32" მგონი ცოტა დიდი მომივიდა

27" მგონია ოპტიმალური ზომა, თუმცა მაინც განვიხილავ ვარიანტებს.
მადლობა!
This post has been edited by ANuB1S on 19 Aug 2020, 15:30