#56770491 · 1 Sep 2020, 11:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სერგო რატიანის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში ვლადიმერ პუტინისადმი „ბიძინა ივანიშვილის ძღვენი” იყო.
როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, “პატრიოთა ალიანსის” დაფინანსების საკითხი, შესაძლოა, მათი არჩევნებიდან მოხსნის საფუძველი გახდეს.
„პატრიოტთა ალიანსი“ თავისთავად პრობლემაა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა „ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც არ რეაგირებს მსგავს ქმედებებზე. „ევროპულმა საქართველომ” და სხვა პროდასავლურმა პარტიებმა, ასევე საზოგადოებამ ხელისუფლებას მოვუწოდეთ, რომ ეს გახდეს განხილვის საგანი და შესაძლოა გახდეს საფუძველი, რომ არჩევნებიდან მოიხსნას.
ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მიზანმინართულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში იყო ბიძინა ივანიშვილის ძღვენი პუტინისადმი”, - განაცხადა რატიანმა.
|