#56777352 · 2 Sep 2020, 21:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიშა ბახსოლიანის რომანი „კანიბალიადა“ საქართველოს ალტერნატიული ისტორიაა. აქ ვერ ნახავთ საგმირო ისტორიებს, აქ ყველაფერი ცუდი ერთადაა თავმოყრილი. ყველაფერი, რაზეც თვალს ვხუჭავთ და არ ვიმჩნევთ.
მიუხედავად იმისა, რომ რომანის მოქმედება 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს იწყება, ეს წიგნი არ არის ომზე. აქ ვერ ნახავთ საბრძოლო შეტაკებების, პოზიცირი ბრძოლებისა და სანგარში ჩამარხული ჯარისკაცების ისტორიებს. ეს წიგნი ავტორის ბავშვობაზეა, როდესაც ყველაფერი ომით მართლდებოდა. უშუქობა, გაჭირვება და „სუხარზე“ გადასმული მარგარინი „ონა“ - ყოველივე ამას წიგნის ნებისმიერ გვერდზე შეხვდებით.
ეს წიგნი არ არის გმირებზე. პირიქით, აქ ყოველი პერსონაჟი იმდენად გადაგვარებულია მორალურად, რომ ძნელია, შეიყვარო. რომანში აღწერილი მოვლენები ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება, თუმცა მთლიანად გამოგონილსაც ვერ დავარქმევთ, რადგანაც რამდენიმე მონაკვეთი იმ ადამიანების მონათხრობის მიხედვითაა დაწერილი, რომლებმაც ეს ომი, ავტორისგან განსხვავებით, საკუთარი თვალით ნახეს და დღემდე ვერ ივიწყებენ.
ეს წიგნი არც კულინარიაზეა, თუმცა აქ ჭამენ ყველაფერს, ჭამენ გემრიელად და ჭამენ სინდისის ქენჯნის გარეშე.
მიშა ბახსოლიანი კულტურის ისტორიკოსია, თუმცა თავისი პროფესიის მიუხედავად, დღეს კოპირაიტერად მუშაობს. გამოცემული აქვს მოთხრობების ორი კრებული. „კანიბალიადა“ მისი პირველი რომანია.
► რედაქტორი - ანა ჭაბაშვილი ► გარეკანის დიზაინერი - ია გაბუნია
--------------------
All I need is all I got!
|