ანუ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს. ამით იაფფფასიანი პიარი გაიკეთეს, ჩვენ კი ეს ყველაფერი ტელევიზიებიდან გავიგეთ! თანაც, ანჩისხატობის დღეს. რა შუაშია ანჩისხატობა? პირდაპირ შუაშია. ტაძრიდან მოვედი, არაფერი არ ვიცი, ოფისში ვისაც ეს საქმე ეხება, არავინაა და კომენტარებს საღამომდე ისე ვაკეთებ, რომ თვითონ არა ვარ თემაში გარკვეული. მოკლედ, ეს ყველაფერი მტრების მიერ დაგეგმილი და მოფიქრებული მგონია. თუმცა, შეიძლება შემთხვევითობების ჯაჭვია და ვცდები. მთავარი კი ისაა, რომ დაუდოღლუს და ერდოღანის გამონათქვამებზე უნდა გავბრაზდეთ, აჭარაში მიმდინარე ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ექსპანსიაზე უნდა გავბრაზდეთ და არა ბანერის ფერის გამო, მოვაწყოთ ჭიქაში ქარიშხალი. დღეს ბანერის თემას მდინარაძე, კობახიძე და კობახიძის მრჩეველი - შარმანაშვილი გამოეხმაურნენ. ფეიკი მეგონაო, - მდინარაძემ. მე თვითონ მდინარაძე მგონია პოლიტიკური ფეიკი. კობახიძე „შმატრიოტებზე“ რომ საუბრობს, ალბათ, თავის თავს გულისხმობს, ვინაიდან დღემდე ვერ გაიგო და კიდევ დიდხანს ვერ გაიგებს, რა არის ეროვნული ცნობიერება და ასეთი ადამიანი პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, ესეც ფეიკი მგონია და არა რეალობა. შარმანაშვილზე არაფერს ვიტყვი, ის უბრალოდ ნულია.
P.S. ისე, "ქართული ოცნების" აჭარის კანდიდატების პრეზენტაცია წეღან თურქული გემის ფონზე რომ მიმდინარეობდა, ეს, ერთობ ეხმიანება „ოცნების“ ლიდერების პათოსს”, - წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქში.
აი ძაღლებს რო მიუქსევენ ერთმანეთს ეგრე უნდა მივუქსიოთ ერთმანეთს ქოცრეჟიმი და თავიანთი სატელიტი "რუსეთის პატრიოტთა ალიანსი"...დაჭამონ ერთმანეთი
საინტერესოა ქოცუსერები რა პოზიციას დაიკავებენ....გაურკვევლობაში ჩავარდებიან რა ჭირი ეტაკათ ჩვენიანებს ერთმანეთს რო აჯვავენო