მოგეხსენებათ ამ კორონავირუსის გადამკიდე, ვისაც საქართველოს დატოვება უნდა და 70 000 ლარს ვერ იხდის ლუფთჰანზას ბილეთში, ერთადერთი ვარიანტია თუქეთის გავლით წასვლა. დიდი მადლობა ამისთვის თურქეთს.
მეც ამ გზით დავტოვე საქართველო და მინდა მოგიყვეთ რა ხდება საზღვარზე.
დავიწყოთ იმით რომ საქართველო სასაზღვრო პუნქტს ხსნის მხოლოდ 10 საათზე. დილის 6 საათიდან საზღვარს აწყდება აუარებელი ხალხი, ტრანზიტულად მიმავალი და სეზონური მუშები. ვის ახსოვს დისტანცია და ვირუსი, თმებით მიდის ერთმანეთის თრევა, ღიპიანი დებილი პოლიციელები კი ზევიდან უყურებენ თავის უბედურ თანამოქალაქეებს. არანაირი მექანიზმი რომ რიგი დალაგდეს, ან სწრაფად გაატარონ , ან წყალი მაინც დაურგონ ხალხს. +40 გარადუსში დგანან და საათობით ელოდებიან ქვეყნიდან გასვლის ნებართვას.
მე პირადად 10 საათზე გამშვებ პუნქტთან ვიყავი და სადღაც 2 საათზე გავიარე საზღვარი. ანუ 4 საათი მოვანდომე საზღვრის გავლას, აქედან 3 საათი და 55 წუთი საქართველოს მხარეს, თურქეთის მხარეს კი 5 წუთი! ანუ პრობლემას ქმნის საქართველოს მხარე, არა თურქეთი, რომელიც თანახმაა უპრებლომ, უსიტყვოდ შეგიშვას თავისთან, არამედ დებილი ქართველი მესაზღვრეები, რომლებსაც ბრძანება აქვთ რომ მაქსიმალურად მიპრესონ ხალხი.
2-ჯერ გამომაბრუნეს ქართველებმა, დოკუმენტები გაკლიაო, სრულიად მოგონილი მიზეზით, ავდექი და უფროსობასთან შევედი, ვიჩხუბე და მერე გამიშვეს. ანუ კანონის მიხედვით კი არ უშვებენ ხალხს, არამედ იმის მიხედვით ვინ როგორ მიაწვება.
ნუ მე რა მიშავს, ყველაზე უბედური სანახავი სეზონური მუშები არიან. თურქეთი არც ცნობას სთხოვს, არც ტესტს, არაფერს აბსოლუტურად, მარტო სიცხეს გიზომავენ საზღვარზე და გიშვებენ. პრობლემას თავის მოქალაქეებს უქმნის საქართველო. 40 წლის ბიჭები გურიიდან, აჭარიდან, ცხოვრებისგან გაუბედურებულები, უკვე უკბილოები, ჯანმრთელობა შერყეულები, გარდა იმისა რომ ჩვენი მთავრობა ადგილზე ვერ სთავაზობს ელემენტარულ სამსახურს, ქვეყნიდან გასვლაშიც უშლიან უკვე ხელს. აქ ვერ ასაქმებ და ისე მაინც გაუშვი ქვეყნიდან, რომ ადამიანად იგრძნოს თავი და არა ცხოველად. მართლა ცხოველებივით ექცევიან ჩვენი მოსაზღვრეები ხალხს.
ამის ფონზე გადადიხარ თურქეთში, 5 წუთში გატარებენ, არანაირი რიგი, არანაირი ჩოჩქოლი, მოწესრიგებული ტრანსპორტი, კარგი გზები, მომღიმარი ხალხი, გინდა იმუშავე, გინდა დაისვენე. რა ფიქრებით ტოვებენ ქართველები საქართველოს თქვენი აზრით? ყველა იგინება, მთავრობის, თუ ქვეყნის მიმართ. ამისთანა ყ*ეობაში გინდათ აფხაზების და ოსების ინტეგრაცია, ვიღაცეები აქ კიდე ლაზებში ქართველობის გაღვიძებაზე ოცნებობენ

ლაზები კი არა, გურულებმა არ მიგიფურთხონ ქართველობაზე, ისეთ დღეშია ხალხი.
უცხოელებს არ უშვებ, კაი, მაგრამ ქვეყნიდან გასვლაში რატომ უშლი ხელს???