მოგეხსენებათ 2012წ.-ის ოქტომბერში საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც სამართლებრივი და დემოკრატიული კუთხით, ასევე კონსტიტუციური და პოლიტიკური კუთხითაც.
პირველ რიგში, აუცილებელია, არჩევნები და საარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, დემოკრატიული, სამართლიანი, გამოხატავდეს საზოგადოების აზრს და ა.შ.
დარღვევები და საჩივრები იქნება, მაგრამ უნდა იყოს მინიმალური რაოდენობით. უპირველეს ყოვლისა ჩვენი საზოგადოებისთვის, შემდეგ კი, მსოფლიო გვიყურებს და აუცილებელია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად წარმოჩინება. (არსებული რეალობის მაქსიმუმი)
მეორეს მხრივ კი, 2012წ.-ის არჩევნები შეადგენს იმ ფორმაციის პარლამენტს, რომელიც მომდევნო წელს (2013წ.), მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, აირჩევს პრემიერ მინისტრს. პრემიერს, რომელსაც დიდი ძალაუფლება ექნება გამომდინარე საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციიდან და 2013 წელს არჩეულ პრეზიდენტს, არ ექნება ამ პარლამენტის მიერ დასახელებულ პრემიერ მინისტრზე მეტი ძალაუფლება.
გამომდინარე აქედან, 2012წ.-ის საპარლამენტო არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ცხადია ნაციონალურ მოძრაობას აქვს კენჭის ყრის უფლება უსასრულო რაოდენობით. ეს ასეა ყველა ქვეყანაში. პარტიის მონაწილეობა არჩევნებში ზედიზედ 2 ვადაზე მეტით, არსად არაა შეზღუდული.
ყველაზე ძალიან არ მინდა მოხდეს ის, რომ არჩევნებზე გამოცხადდეს რაღაც შედეგი, რომელიც 1-2%-ის სიზუსტით დაემთხვეს ევროკავშირის და აშშ-ს წამყვანი ორგანიზაციების ეგზით პოლებს და საზოგადოება დარჩეს უკმაყოფილო, რომ ამერიკამ, ევროპამ, NATO-მ და ა.შ. "გააპრავეს" არჩევნები. ეს გაზრდის დასავლეთოფობიას და კარგი ვერ იქნება.
არადა ევროატლანტიკური ორგანიზაციები არასოდეს არ გააპრავებენ არც "მიშას" და არც "გრიშას" არჩევნებს თუ ის რეალურად გაყალბდა ტოტალურად და სხვა სურათი გვაჩვენა.
საქმე სხვა საკითხებშია:
1) თბილისი და რეგიონები რამდენადმე განსხვავებული ფენომენია, პოლიტაქტიური საზოგადოება უფრო თბილისშია და ძალაუნებურად არსებულ სიტუაციას აზოგადებს მთელს საქართველოზე, არადა რეგიონების მოსახლეობა დაახლოებით 2.3-ჯერ აღემატება თბილისის მოსახლეობას და რეალურად მათი აზრი უფრო გადაწონის საერთო შედეგს.
თუ თბილისი ვინმემ მოიგო 60%-40%, ხოლო რეგიონები წააგო 45%-55%, საბოლოო ჯამში, გამოვა წაგებული 49%-51%.
იმისთვის, რომ გამოკითხვამ, ეგზითპოლმა ან რაიმე რეიტინგმა ობიექტური სურათი დაგვანახოს, მასში, საშუალოდ, რეგიონის მოსახლეობა 2.3-ჯერ უნდა სჭარბობდეს დედაქალაქისას.
ამიტომ გთხოვთ, რომ მაქსიმალურად გულწრფელები იყოთ, თქვენი საცხოვრებელი ადგილის (თბილისი/რეგიონები) მითითებისას.
2) მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ის, რომ ოპოზიციური პარტიების პოტენციური ამომრჩეველი ხშირად არ მიდის არჩევნებზე. ფორუმებზე, სხვადასხვა საიტებზე თუ ინტერაქტიულ გამოკითხვებში აფიქსირებს თავის პოლიტიკურ შეხედულებას, მაგრამ რეალურ არჩევნებზე არ მიდის, ვერ იცლის, ეზარება, იმედი არ აქვს მაინც და ა.შ. ამგვარი სვლებით გამოკითხვების და რეალური არჩევნების ბალანსი რამდენადმე განსხვავებული ხდება.
ამიტომ გთხოვთ, რომ მაქსიმალურად გულწრფელები იყოთ არჩევნებზე მოსვლასთან დაკავშირებით და თუ არ დადიხართ არჩევნებზე ან რაღაც მიზეზის გამო ვერ დადიხართ და სავარაუდოდ თუ ამჯერადაც ვერ წახვალთ, რომელ პარტიასაც არ უნდა უჭერდეთ მხარს, გულწრფელად დააფიქსირეთ, რომ არ/ვერ წახვალთ არჩევნებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ხმა, მცდარ შედეგებს მოგვცემს.
ზოგადად, რეალურ არჩევნებზე, საკმაოდ დაბალია ხოლმე აქტივობა, და არჩევნებზე როდესაც მხოლოდ 40-50% მიდის, უკვე შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რომელმა პარტიამ უკეთესად შეძლო საკუთარი ამომრჩეველის მობილიზება და შესაბამისად არჩევნებზე მისულმა ამომრჩეველმა, რამდენად გაიმეორა ის პროპორცია, რა რეიტინგიც ზოგადად აქვთ პარტიებს.
3) თუ ვინმეს, ბოლომდე არ მოგწონთ არც ერთი პარტია, ხან ოპოზიციას აკრიტიკებთ და ხან პოზიციას და გამომდინარე სიტუაციიდან, ორივე მხარეს თანაბრად ხვდება ხოლმე თქვენი პოზიცია და აზრები (იმის მიხედვით თუ როგორ არის კითხვა დასმული), გთხოვთ რომ გულწრფელად დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, რომ საბოლოოდ გადახაზავთ ყველა პარტიას და თქვენი ხმა არავის სასარგებლოდ არ მიდის.
იმის გამო, რომ არ გამოჩდნენ გაურკვეველი ნიკების მქონე ადამიანები, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მომხრეები, გთხოვთ, რომ ვისაც 300 პოსტზე ნაკლები პოსტი გაქვთ და 2011 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ხართ დარეგისტრირებული, ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამოკითხვაში.გამოკითხვა სახელობითია და ყველამ დააფიქსირეთ თქვენი ნიკი და თუ ვის მიეცით ხმა, საცხოვრებელი ადგილის (თბილისი/რეგიონები) გათვალისწინებით!მე მგონი ძნელი არ არის.
თუ ეს ვერ მოვახერხეთ, როგორც საზოგადოებამ და ამას თუ ვერ მოვაბით თავი, მაშინ არავითარი იმედი არაა რომ ნორმალურ არჩევნებს ჩავატარებთ.
300-ზე ნაკლები პოსტის მქონეებს და 2012 წელს დარეგისტრირებულებს ბოდიში მინდა მოგიხადოთ, შეიძლება არც "ბოტები" ხართ და ძალიან ობიექტური ადამიანებიც, მაგრამ ამ ეტაპზე საქმისთვის ასე ჯობია. რეალურ არჩევნებზე არავინ წაგართმევთ ხმის უფლებას.

თუ ვინმეს საკუთარი ნიკის დაფიქსირება ეზარება და მარტო პოლში "დაკლიკავს", გასაგებია რომ ეგეთი იუზერი შეიძლება არც არჩევნებზე წავიდეს და ტყუილ-უბრალოდ მცდარი სურათი შეგვიქმნას.
თუ გამოკითხულთა რაოდენობა და სახელობით დაფიქსირებული ნიკები 5%-ზე მეტად ასცდა ერთმანეთს, გამოკითხვა მცდარად ცხადდება. (ესიც კიდევ ერთი გამოცდა ფორუმული საზოგადოების)გთხოვთ რომ იაქტიუროთ.
ძალიან საინტერესო და ობიექტური თემაა.
ასევე დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები.
* * *
P.S. უკვე აურიეთ ხომ? ნიკებს რატომ არ აფიქსირებთ?
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 17 Mar 2012, 19:14
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)