ლეპტოპის გაგრილების სისტემის მოდიფიკაცია მინდა რო გავაკეთო შემდეგნაირად: რადიატორზე დამატებითი სპილენძის ტრუპკა მინდა რო დავაპაიკო, რომლის მეორე ბოლოსაც პროცესორს რაც ეხება, მაგაზე დავაპაიკებ. საქმე იმაშია, რო მაგ ტრუპკაში არის სპეციალური სითხე, რომელიც დაპაიკებისას შეიძლება გამოშრეს ან გასკდეს თვითონ ტრუპკა საერთოდ. უცხოურ ფორუმებზე წერენ რო დაბალი სიმხურვალის პაიანიკით უნდა დაპაიკდესო და არ იქნება პრობლემაო. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რო თერმოგამტარი წებოთი დავაწებო, მარა დაპაიკებული ყველაზე ეფექტურად გადასცემს სითბოს და უფრო გამძლეცაა და სუფთაც. ვინმეს თუ გაქვთ ეგეთი პრაქტიკა, რო დაგეპაიკებინოთ რადიატორზე ეგ სპილენძის ტრუპკა? სურათზე მონიშნული ადგილები რაცაა, მაგ ადგილებში მინდა დაპაიკება.
This post has been edited by Sabarchmage on 6 Sep 2020, 02:42
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)