ტვ მთავარის მტკიცებით
ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეზოში, რუსული ნომრით ავტომობილი ხშირად დგას. სავარაუდოდ, ბევრ თანამშრომელს გაუჩნდებოდა კითხვა - ვინ არის ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებული ის პირი, ვინც რუსულნმრიანი ავტომობილით გადაადგილდება. სახელს და გვარს გაიგებდნენ, მაგრამ ზემდგომები მეტი კითხვის დასმის უფლებას ალბათ აღარც მისცემდნენ.
ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელებს, კოკი და გეგა ვერულიძეებს ეკუთვნით. ძმები ახლა ბათუმში ცხოვრობენ, მანამდე კი, წლების განმავლობაში, რუსეთში იმყოფებოდნენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გეგა ვერულიძე, რომელიც "ეფესბეს" თანამშრომელი იყო, საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. მალევე სუს-ში დეპარტამენტი სპეციალურად მისთვის შემქნეს და უფროსად დანიშნეს.
მეორე ძმა, კოკი ვერულიძეც სუს-ში მუშაობს. რა თანამდებობაზე, უცნობია. ამის გასარკვევად ოფიციალური წერილი უწყებაში გავაგზავნეთ ,თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ვცადეთ მათთან გაგვერკვია რას საქმიანობენ უსაფრთხოების სამსახურში და რა კავშირი აქვთ რუსულ სპეცსამსახურებთან. ვურეკავდით - მაგრამ არც ერთხელ გვიპასუხეს.
მივწერეთ სოციალურ ქსელებში, მაგრამ პასუხის ნაცვლად საკთარი გვერდები გააუქმეს. თუმცა სანამ დაგვბლოკავდნენ, მანამდე ვნახეთ, რომ რუსულნომრებიანი ავტომობილით, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეზოში ხშირად დგას, კოკი ვერულიძე ოკუპოირებულ ტერიტორიაზეც ყოფილა. გეგა ვერულიძე კი, რომელიც ძალიან ბევრს ჯერ კიდევ რუსეთში ჰგონია, ბათუმის სხვადასხვა კაფე-ბარებში ერთობა.
ძმები რამდენიმე დღე ვეძებეთ ბათუმში, კარგად დაიმალნენ. სავარაუდოდ, სამსახურშიც არ მისულან. მივედით ქობულეთში მდებარე იმ სახლში, რომელიც მათი ოფიციალური მისამართია - მხოლოდ მუშები დაგვხვდენენ.
ძალოვან უწყებაში ვერულიძეებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა ინფორმაციაზე აქვთ წვდომა. მარტივად შეუძლიათ ნახონ ყველაფერი, რაც დააინტერესებთ მათ ან სხვებს, პუტინის ქვეყანაში. არსებობს დიდი საფრთხე, თუმცა ხელისუფლებაში ეს როგორც ჩანს დიდ პრობლემად არ მიაჩნიათ. ალბათ ყველამ ძალიან კარგად იცის მათი წარსულისა და საქმიანობის შესახებ. სუს-ში მუშაობის დაწყება სპეციალური შემოწმების გარეშე არ ხდება, ასე რომ..
ვინ მფარველობს ძმებს და როგორ მოხვდნენ ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ჩვენი წყაროს ცნობით, მათ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის პირი მფარველობს.
https://mtavari.tv/news/14975-rusuli-ep-es-...ebi-sakartvelosდა სუსის პასუხი
„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე – სუს-ი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „მთავარი არხის“ ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სუს-ში რუსული „ეფ-ეს-ბე“-ს თანამშრომლები მუშაობენ.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.
„მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, გავიდა სიუჟეტი, რომლებიც “მთავარი არხის”ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არიან დასაქმებულები.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ძმებ ვერულიძეებს (არც ერთ მათგანს) არასდროს არ უმუშავია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ ავტომობილებს, ისინი გადაღებულია საჯარო სივრცეში, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილ ტერიტორიას.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმდინარე წლის 2 სექტემბერს მიმართა, თუმცა პასუხის მისაღებად კანონით გათვალისწინებულ თარიღს არ დაელოდა.
“მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. აღნიშნული სიუჟეტი, “მთავარი არხის” ეთერში გასული სხვა დეზინფორმაციული სიუჟეტების მსგავსად, მიზნად ისახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციას და მისი რეპუტაციის დაზიანებას“,- ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „მთავარმა არხმა“ გავრცელა ფოტო, რომლის მიხედვითაც, მათი თქმით დასტურდება, რომ სუსში რუსული „ეფ-ეს-ბე“-ს თანამშრომლები მუშობაენ.
https://primetime.ge/mtavari-arkhis-mier-ga...-sitsrue-sus-i/პს. ჩქიმ მოსაზრება
მთლად ასეც არ გამოყლევდებოდნენ მგონია