კაროჩე, ცოტა გზღუდავთ ეს გამოკითხვა ვარიანტების ამბავში, სხვა პასუხი თუ გაქვთ გაანულეთ ხმა უბრალოდ.
ბუნდესლიგის შედეგებს არ შევეხები, მაგ ასპარეზზეც იმობილემ აჯობა, მაგრამ მაგიტომ არა, ბუნდესლიგაა უბრალოდ რა, საიდანაც არ უნდა მოუარო ვერ შეცვლი ფაქტს რომ ბაიერნით მანდ ტონა გოლებს მარიო გომესიც ყრიდა.
ამიტომ აგერ ვისაუბროთ ლევანდოვსკის ჩემპიონთა ლიგის სეზონზე, რომელიც ჩემი აზრით, პიზდეც გადაფასებულია.
ლევანდოვსკიმ წელს ლიგაზე შეაგდო 15 გოლი. მესის და რონალდოს მერე ეს შედეგი გასაოცარიაო ხშირად დაუწერიათ და უთქვამთ.
მაგრამ რომ გაშალო ეს 15 გოლი, ასეთ რაღაცას ვიღებთ.
სულ ბაიერნმა შეაგდო 41 გოლი.
ანუ ლევანდოვსკიზე მოდის გუნდის გოლების საერთო რაოდენობის მიახლოებით 36,5%.
15-დან 10 გოლი გაიტანა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ამ 10-დან 5 ცრვენა ზვეზდას კარში.
პლეი ოფში გატანილი 5 გოლიდან ერთი შეაგდო ბარსელონასთან 8-2-ის მატჩში. ერთიც ლიონთან 3-0-ში.
ორი ჩელსისთან 4-1-ში, ერთიც ისევ ჩელსისთან 3-0-ში.
ანუ, გუნდს გაჰქონდა უპრობლემოდ, ძალიან ბევრი და ამანაც გაიტანა აქა-იქ. გადამწყვეტი გოლი არ გაუტანია, პლეი ოფებში საუკეთესო არ ყოფილა.
ახლა გადავხედოთ სხვა მოთამაშეების მსგავსად ძლიერ ინდივიდუალურ სეზონებს.
დავიწყებ რონალდოთი. მახსოვს ბაიერნის ფანები ტაპინას ეძახდნენ მაგ სეზონებში და აუფასურებდნენ მაგის 10+ გოლებს ლიგაზე, ყოველ სეზონში.
რონალდო 2014/15 - 10 გოლი
ჯგუფურზე 2, პლეი ოფებში 8.
1/4 ბაიერნთან 2 (2-1)
1/4 ბაიერნთან 3 (4-2)
1/2 ატლეტიკოთან 3 (3-0)
ფინალი იუვენტუსთან 2 (4-1)
მარიო გომესი

2011/12 - 12 გოლი
ბაიერნმა მაგ წელს გაიტანა ჯამში 27 გოლი, ანუ გომესზე მოდის 44,4%.
ჯგუფურზე 6, პლეი ოფში 6
1/8 ბაზელთან 4 (7-0)
1/4 მარსელთან 1 (2-0)
1/2 რეალთან 1 (2-1)
ანუ, პლეი ოფში გაიტანა ლევანდოვსკიზე მეტი გოლი.
ჯგუფში სიტის და ნაპოლის მოუგო ბაიერნმა მაგის გოლებით.
მაგ წელს გომესმა გაიტანა ჯამში 44 გოლი, 11-ით ნაკლები ლევანდოვსკიზე და ნუ პენალტების სერიით წააგო ბაიერნმა.
ახლა რომელი უფრო მეტს მაზავდა, რომელი უფრო მეტი ღირს და რომელს უფრო მაგარი პრესა აქვს მაგას არ ვეხებით. უბრალოდ ვუყურებთ გატანილი გოლების რაოდენობას და წონას.
ლევანდოვსკის თავის საუკეთესო სეზონში აქვს ოდნავ უკეთესი შედეგი ვიდრე მარიო გომესს და კრისტინას, ყველაზე ნაკლებად შედეგიან ტაპინა სეზონში.
ნუ წინა წლებში რო ამ დონეზე არ ყოფილა პლეი ოფებში და დორტმუნდის შემადგენლობაში თამაშისას რეალის კარში გატანილი გოლების მეტი რო არაფერი აქვს, მაგას ლაპარაკი არ ჭირდება. ვიბაზროთ კონკრეტულად ამ სეზონზე.
არის თუ არა ზედმეტად გადაფასებული?
This post has been edited by weasel on 7 Sep 2020, 23:04