08.09.2020 / 23:28აა
ხატია დეკანოიძე - გული მწყდება, რომ მიხეილ სააკაშვილი მთავარი სამიზნე გახდა, დღევანდელ რეალობაში სამიზნე ოპოზიციური პარტია არ უნდა იყოს
მთელი ეს დღეები ოპოზიცია საუბრობს მიხეილ სააკშვილზე და საერთოდ დაგვავიწყდა, რომ „ქართული ოცნება“ არსებობს. გაქრა, ბიძინა ივანიშვილი აღარ არსებობს როგორც პოლიტიკური ფიგურა , - ამის შესახებ ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
როგორც დეკანოიძე აცხადებს, სჯერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ უფლებას არ მისცემს, ამომრჩეველზე გავლენა იქონიოს ან მიიტაცოს არჩევნები.
„არ უნდა მივეცთ საბაბი „ქართულ ოცნებას“, რომ საქართველოს ამომრჩევლების ნება მიიტაცოს. გული მწყდება, რომ მიხეილ სააკშვილი გახდა მთავარი სამიზნე. მთავარი სამიზნე დღევანდელ რეალობაში ოპოზიციური პარტია არ უნდა იყოს“,- განაცხადა დეკანოიძემ.
რატომ ებრძვიან ევროქოცები ასე გააფთრებით(ქოცებზე გააფთრებით)მიხეილ სააკაშვილს?
ბოყვერია სვინგერა და ჩანგალა რა გრიგებაში არიან ქოცრეჟიმთან?....ქოცრეჟიმმა უნდა მოახდინოს მკვეთრი დისტანცირება ინაშოვ–თარხანოვებისგან ––სანაცვლოდ ევროქოცები უნდა მკვეთრად დისტანცირდენ ნაციონალებისგან მომავალი კოალიციური მმართველობის შესაქმნელად?