presbiteriგააჩნია რის გაკეთებას აპირებ. გაშვებით კი გაუშვებ მაგ პროგრამებს მაგ ლეპტოპზე და უარსეზეც. უბრალოდ ამ პროგრამების სწავლას აპირებ თუ კონკრეტული პროექტების შესრულებას. 720P ან შედარებით დაბალი ხარისხის 1080P ვიდეოს (მაგალითად screen capture ვიდეოები) ასე თუ ისე დაამუშავებ. მაგრამ მაღალი ხარისხის ვიდეოზე მოკვდება ეგ ლეპტოპი. ცალკე საკითხია რომ მბრუნავ დისკზე და ძველ პროცესორზე ვიდეოს რენდერს დაჭირდება საუკუნე. თუ უბრალოდ პროგრამას ამუღამებ, ან პატარა პროექტებს აკეთებ ეგ შეიძლება არ იყოს პრობლემა, მაგრამ ინტესიურად თუ აპირებ ვიდეოზე მუშაობას ხანგრძლივი რენდერინგი გადაგიყვანს ჭკუაზე.
i7-2820QM კი მაგარი პროცესორი იყო თავის დროზე, მაგრამ ეგ პროცესორი იმდენი ხნისაა, ბავშვი რომ იყოს ახლა მეოთხე კლასში იქნებოდა

ყოველდღიური მოხმარებისთვის ახლაც ივარგებს, აი მძიმე ვიდეო სამუშაოსთვის რავი.