Cisco Linksys EA4500 N900 Wifi რაუტერი
რაუტერს აქვს 2.4 და 5 გიგაჰერცის ერთდროული მხარდაჭერა (concurrent dual-band), ჯამში 900 მეგაბიტი/წმ თეორიული გამტარუნარიანობით. 5გჰც-ს უპირატესობა ისაა, რომ აქვს უფრო მაღალი თეორიული სიჩქარე და ასევე არის ბევრი თავისუფალი სიხშირე და არ შეუშლის ხელს მეზობლების ვაიფაი სიგნალები (აქტუალურია ახალ კორპუსებში - იხ. ბოლო სურათი).
ყველა ethernet პორტი (1-WAN, 4-LAN) არის გიგაბიტიანი, განსხვავებით იგივე ფასის კატეგორიაში არსებული ტეპელინკებისა და ტენდებისგან, რომლებსაც ძირითადად 100-მეგაბიტიანი პორტები აქვს.
აქვს USB პორტი, რაც იძლევა საკუთარი ქლაუდის, FTP ან მედია სერვერის შექმნის საშუალებას.
შეიძლება ლინკსისის აპლიკაციიდან მართვა, ანდროიდიდანაც და აიფონიდანაც. მაშინაც კი, როდესაც სახლში არ ხართ.
აქვს სტანდარტული ფუნქციები, როგორიცაა პორტების გადამისამართება, ინტერნეტის გრაფიკით ჩართვა, MAC-ის კლონირება და ა.შ.
ტექნიკური მახასიათებლები: 1200მჰც პროცესორი, 128 მბ ოპერატიული მეხსიერება.
https://wikidevi.wi-cat.ru/Linksys_EA4500_v1_(Cisco)აქვს შესაძლებლობა ჩაიწეროს OpenWRT, რაც კიდევ უფრო მეტ ფუნქციას შეძენს რაუტერს, როგორიცაა torrent client, VPN support, LTE მოდემის მხარდაჭერა და ა.შ.
https://openwrt.org/toh/linksys/ea4500მოყვება კვების ბლოკი. აკლია ერთი ფეხი. ჩანს მე-3 სურათზე (მარჯვენა ზედა ფეხი).
რაუტერი მუშაობს იდეალურად. აქვს საკმაოდ ძლიერი სიგნალი, თუმცა სახლის დაფარვა ძირითადად დამოკიდებულია რაუტერის მდებარეობაზე და კედლების სისქეზე.