#56818129 · 11 Sep 2020, 14:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიცამ მუქარის, განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებული ზ.ხ-ს მამა დაუკავშირდა მეგობარს, რომელსაც დაავალა რეგისტრაციის გარეშე ორი მობილურისა და ნომრების შეძენა, ასევე გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტის აღნიშნულ მობილურებზე დაგზავნა.
ბრალდებულის მეგობარი მივიდა ვაზისუბანში, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის – გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, მისივე ნაყიდი ერთ-ერთი მობილური ტელეფონის საშუალებით გააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეორე ტელეფონზე, რომელიც უკვე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს, ბრალდებული წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მიზანმიმართულად, აღნიშნული ადგილებიდან ახორციელებდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას და გაგზავნას.
გამოძიებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმნა, თითქოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, საქმის ერთ-ერთ მოწმესთან – გურამ ამირხანაშვილთან, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი.
გვარამიას მეტი ჭკუა არ აქვს, თუ ამ კრამიტდაცურებულმა ვერ შეასრულა?
|