ალბათ რიცხვები ოდნავ გადამეტებულია, რადგან როგორც ითქვა ბევრი სხვადასხვა გამოკითხვებში ასახელებს "ქართულ ოცნებას", ზოგჯერ მათივე
ორგანიზატორებსაც კი მიჰყავთ არჩევნებზე და მერე აღარ აძლევენ ხმას.

თუმცა ეს რეიტინგი ძალიან შორსაც არ არის რეალურისგან, 40-45% თავისუფლად არის შესაძლებელი რომ აიღოს "ქართულმა ოცნებამ", მაქსიმუმ 15% დააკლდეს
მაგ რეიტინგს და ოცნება ძალიან ახლოს იქნება დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბებასთან.
რატომ? ორი მიზეზია ამის: 1. ძალიან პოლარიზებული საზოგადოება. 2. ნაციონალური მოძრაობა + ალბათ ევროსაქართველოსთვის ხმის არ მიცემის სურვილი.
პირველი არის ის, რომ პოლარიზებულია საზოგადოება და "დიდი" ლიდერებისადმი მიდრეკილი. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება რომ ყველა გამოკითხვით
"გირჩის" ან "ლელოს" რეიტინგი 2-3%-ის ფარგლებში იყოს. მე-8 წელია ერთი პარტიაა სათავეში, ხალხი იძახის უნდა გადავირჩიოთო და ამ დროს ახალ ძალებს,
ქართული რეალობისთვის მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული ეკონომიკური პროგრამებით, ფაქტობრივად არა აქვთ რეიტინგი და შალვა ნათელაშვილის დონეზე არიან? როგორ? სულ არ ვარ გირჩის მხარდამჭერი ან ლელოსი, მაგრამ 7-8% მაინც არ დაიმსახურეს? მაგრამ არა, პოლარიზებულია საზოგადოება ე.წ. "დიდი" ლიდერების გარშემო. თეორიაში არსებობს მესამე გზაც, მეოთხეც და მეტიც, მაგრამ ვერ აიღებენ ეგენი ვერავითარ ხმას. მიზერულ პროცენტიანი პარტიებია. არაფერი არ იქნება გასაკვირი იმაში, რომ: გირჩი + ლელო + შალვა + თავისუფალი დემოკრატები ჯამში რომ ვერ გადაცდებიან 10%-ს.
აი, ვამბობთ, რომ რუსთავი2-ის გამოკითხვა მიკერძოებულია. არადა, ზოგად ტენდენციას ეგენიც არ მალავენ, რომ ცალსახად და მკაფიოდ, მეორე ადგილზე დგას
ნაციონალური მოძრაობა. ყველა გამოკითხვაში ცალსახა მეორე ადგილი ნაცმოძს უჭირავს, პროცენტებია სხვადასხვა. ესეც მიუთითებს საზოგადოების პოლარიზებაზე.
თავის მხრივ, ნაციონალების და ყოფილი ნაციონალების რეიტინგი არაა საკმარისი "ქართული ოცნების" დასამარცხებლად. ყველა ლანძღავს ოცნებას, აგინებს, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება ან არ მიდის არჩევნებზე, ან მიდის და ისევ ოცნებას აძლევს და ა.შ. ერთი სიტყვით ის დიდი უარყოფითი სურათი, რაც მმართველი პარტიის მიმართ არსებობს, საქმე-საქმეზე რომ მიდგება აღარც ისე უარყოფითია, რადგან ალტერნატივა ნაციონალური მოძრაობაა.
საბოლოოდ არჩევნებს იგებს არა ზოგადი განწყობები, არა ის რასაც ხალხი ფიქრობს, არამედ ხმების პროცენტული გადანაწილება მხოლოდ მათ შორის ვინც არჩევნებზე მივა.
მოკლედ სიტუაცია კომპლექსურია. კი, შეიძლება მოიგოს ოპოზიციამაც ჯამში, გაერთიანებული ძალებით, მაგრამ ძალიან თანაბარი ალბათობაა.
რეალურად, არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებში, უხეშად, ოცნება ვს ოპოზიცია არის 50/50 შანსები.
სისულელეა ორივეს მხრიდან, რაიმეს ცალსახად მტკიცება. არც ოპოზიციის მოგება იქნება საოცარი, მაგრამ პირობითად, ქართულმა ოცნებამ რომ აიღოს 46%, დანარჩენი შეივსოს მაჟორიტარებით და შეძლოს მთავრობის ფორმირება, სულაც არ იქნება გასაკვირი.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 10 Sep 2020, 10:45
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)