გამარჯობა!
მოკლედ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, რომ მოლისანი და ამდაგვარი "კანტორები" შარლატანებისა და არაპროფესიონალების ბუდეა და მეტი არაფერი!
პირადად მე არ ვიცი მათი "მედიკამენტი" რას შვება და რა დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჰემოსკანირება- ეს არის ხალხის სატყუარაა, რადგან ეს მეთოდი მეცნიერულად დამტკიცებული არ არის და მსოფლიო მედიცინა ამ მეთოდით მიღებულ პასუხებს არ ცნობს ვალიდობად.
ჩემ პირად გამოცდილებას მოგიყვებით, შევეცდები მოკლედ გადმოვცე სათქმელი:
1 თვის წინ ვიყავი კლინიკაში სადაც ლაბორატორიულად ვენიდან ამიღეს სისხლი შემდეგი გამოკვლევებისთვის: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, დ დიმერი, ელექტროლიტები. მეთქი სანამ პასუხები იქნება მოდი მივალ მოლისანში ვნახავ, როგორ აბოლებენ ხალხს თქო 15 ლარი ღირდა რაღაც აქცია აქვთ. მოკლედ თითიდან ამიღეს სისხლი მანამდე გამომკითხა "ექიმმა" ანამნეზი და ჰოი საოცრებავ მეუბნებიან შემდეგ რამეს: გაქვს სისხლი შედედებული, შარის კრისტალები, ქოლესტერინი, ათეროსკლეროზი, ბაქტერიები და ამ ყველაფრის ფონზე მეუბნებიან ხარ თრომბის წარმოქმნის რისკის ქვეშ. ნუ მე, რა თქმა უნდა დავიძაბე და ვეკითხები რაშია გამოსავალი? თუ შედედებაა მაშინ კარდიომაგნილს ან ასპირინს დავლევ თქო ეს რომ ვუთხარი თვალები დაჭყიტა ეგენი არ გიშველისო და გამომიწერა თავუანთი პრეპარატები, რომლებიც, რაღა თქმა უნდა, არ ვიყიდე შევიძინე მხოლოდ ერთი პრეპარატი ინტერესის გამო და ჰემატოლოგს ვანახე რომელმაც დამცინა :დ მეორე დღეს მოვიდა ანალიზის პასუხები და გაგიკვირდებათ და სისხლის საერთო ანალიზიც, კოაგულოგრამაც, დ დიმერიც ნორმაში იყო. ჩავთვალე საჭიროდ და მივწერე იმ ექიმს, რომ ჰიპერკოაგულაცია არ ფიქსირდება და სისხლის შედედება სად ნახეთ თქო ან ვის გაუგია თითდან თან ნაჭამზე ქოლესტერინის(ლიპიდური სპექტრის) განსაზღვრა და მითუმეტეს ათეროსკლეროზული ფოლაქების :დ და მპასუხობს სისხლის შედედება გამოწვეულია ერითროციტების აგლუტინაციით(შეწებებით) და კოაგულოგრამა ამიტომ არის ნორმაშო. მოკელდ რომ ვთქვა ჯერ ეს ერითროციტების აგლუტინაცია ძალიან სტრანნი რამაა რამ გამოიწვია ვერ ვიტყვი თუმცა ერთის თქმა მინდა ერითროციტების აგლუტინაციის დროს სისხლის საერთო ანალიზში(СBС) ცრუდ იცვლება ერითროციტების დონე-მცირდება და MСV იმატებს. ამ დროს სისხლის საერთოშიც ნორმაა ჰემოგლობინიც, ერითროციტებიც და ყველაფერი. ეს, რომ ვუთხარი "ექიმმა" აღარ მოისურვა საუბრის გაგრძელება და მითხრა თქვენი ნებაა დაიჯერებთ თუ არაო და დამემშვიდობა.
შემდეგ დავრეკე მოლისანში და ვიკითხე ვინც სისხლს ამოწმებს ჰემატოლოგია თუ არაო და პასუხიც გაგაოცებთ, არა ჩვენს კლინიკას ჰემატოლოგი არ ყავსო

დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ ენდოთ თუ არა მოლისანს და ჰემოსკანირებას

/
მადლობა ყურადღებისთვის!