გამარჯობა,
შეიქმნა
უფასო ჰოსტინგის პლატფორმა FREEHOST.GE რომლის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს ვებ-დეველოპერობის განვითარებას საქართველოში, მათ ვისაც საკმარისი ფინანსური სახსრები არ აქვს მისცეს პროფესიული განვითარების შანსი და შესთავაზოს უფასო სივრცე თვითგანვითარებისათვის.
პროექტი იმუშავებს დონაციით, ამჟამად HoneyHost-ის დაფინანსებით რესურსი გამოყოფილია 100 ვებ გვერდზე. თითოელ ვებ გვერდს გამოეყოფა cPanel-ის ანგარიში, რომელზეც გამოყოფილია 500მბ სივრცე, სერვერის ლოკაცია არის გერმანია და გამოყენებულია DigitalOcean. დამატებითი პირობებისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს. პროექტი ამჟამინდელი დაფინანსებით იმუშავებს 2022 წლის 31 დეკემბრამდე. ხოლო თუ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს სურვილი გაუჩნდება დონაცია განახორციელოს, შესაძლებელია ეს თარიღი შეიცვალოს და ასევე შესაძლებელია არა 100 არამედ ბევრად მეტი ვებ გვერდის განთავსება.
ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ თვეში 1-ხელ დეველოპერს მიუვა ელ. ფოსტაზე შეტყობინება, რომლის ვერიფიკაციაც უნდა მოახდინოს (ყოველთვიურად) წინააღმდეგ შემთხვევაში ვებ გვერდი ჩაითვლება არააქტიურად და ის წაიშლება სერვერიდან.
თუ დეველოპერს დომენი არ აქვს, შესაძლებლეია უფასო ქვე დომენის გამოყოფა tqvenisaiti.site4.ge
სერვერზე ასევე დაყენებულია Softaculous პრემიუმ პაკეტი, რომელიც ასევე უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
იმედი გვაქვს ბევრს დაეხმარება ეს წამოწყება როგორც თვითგანვითარებისთვის ასევე პროექტების ტესტირება/ხორცესხმისთვის.
კითხვების შემთხვევაში მზად ვართ გიპასუხოთ, როგორც აქ, ასევე ელ. ფოსტაზე info@freehost.ge
www.freehost.ge#hosting #freehost
პს.
.GE დომენის რეგისტრაცია შეგიძლიათ
HoneyHost-ში
This post has been edited by Stels on 8 Sep 2020, 13:10