კაია, მიდი დაალაგე მასე
მე მანამდე იმ ანეგდოტს მოვყვები მათთვის, ვინც არ იცის და მასობაში ვინმე ჰაკერიც მოვა, მა რას იზამს
* * *
ხოდა დამტვრეულ ტიპს მიიყვანენ სასწრაფოთი საავადმყოფოში.
იგინება ეს ტიპი გაუჩერებლად - ჩემი დებილი პირში ###### და ა. შ.
მიმღები ექიმი ჰკითხავს, რა იყო, რად ილანძღავ მაგრე თავსაო?
-რატოო და წეღან კაფეში ვიჯექი, ფინჯან ყავას შევექცეოდი ნება-ნებაო... ერთიც ვნახოთ და შემოყო ვიღაცამ თავი კაფეში და არიქა ვაჟა, შენს ცოლს იტაცებენო!
წამოვხტი უცებ, გამოვვარდი ქუჩაში და კიდეც მაგ დროს დამეჯახა მომავალი მანქანა და დამამტვრიაო - უთხრა პაციენტმა და საკუთარი თავის გინება განაგრძო.
- მერე შე კაცო, აბა რა უნდა გექნა, ცოლს თუ გტაცებდნენ, მა არ უნდა გამოვარდნილიყავიო? - ჰკითხა ცოტა არ იყოს გაკვირვებულმა ექიმმა
ბიჯოოო, ვაჟა მე არა მქვია და ცოლი მე არა მყავს, რაზე გავრბოდი, მე თუ დებილი არა ვარო და გაორმაგებული ძალით შეუდგა თავის დებილ პირში შეცემას