Violent street protests are uncommon, but there were significant clashes in June 2019 when protesters attempted to enter Parliament. Hundreds were injured, including some who suffered severe eye injuries due to police use of rubber bullets. Generally, police have fulfilled their duty to maintain order even in cases of unannounced protests.
https://www.state.gov/reports/2020-investme...ements/georgia/ეს ამონარიდი დედანში
ეს ქართული ლინკი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოში პოლიცია ასრულებს თავის მოვალეობას და ინარჩუნებს წესრიგს, მოულოდნელი საპროტესტო აქციების შემთხვევაშიც
საქართველოში პოლიცია ასრულებს თავის მოვალეობას და ინარჩუნებს წესრიგს, მოულოდნელი საპროტესტო აქციების შემთხვევაშიც, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს ეხება.
ანგარიშში 2019 წლის ივნისის მოვლენებზეც არის საუბარი.
„ქუჩებში ძალადობრივი პროტესტები იშვიათია, თუმცა 2019 წლის ივნისში ადგილი ჰქონდა სერიოზულ დაპირისპირებებს, როდესაც დემონსტრანტებმა პარლამენტში შესვლა სცადეს. ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმემ პოლიციის მიერ რეზინის ტყვიები გამოყენების შედეგად სერიოზული დაზიანება მიიღო თვალის არეში. ზოგადად, პოლიცია ასრულებს თავის მოვალეობას და ინარჩუნებს წესრიგს, მოულოდნელი საპროტესტო აქციების შემთხვევაშიც“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს 170 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი. ანგარიშში წერია, რომ საქართველოში, საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები მდგრადია. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის, ასევე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის სიებში.
https://1tv.ge/news/ashsh-is-sakhelmwifo-de...hemtkhvevashic/მხოლოდ სასამართლო სისტემაა გაკრიტიკებული და იმედს გამოთქვამენ,რომ გამოსწორდება და შესაბამისი რეფორმები გატარდება
მოკლედ, 20 ივნისიც გაუპრავეს ქოცებს და იმ ფრონტერას ლობისტ კონგრესმენებსაც გადაულაღლაღეს ,შესაბამისად ოპოზიციას
ანუ ეს ნიშნავს,რომ არავითარი კოალიციური მთავრობა.ქოცებს ვიზირებული აქვთ უმრავლესობა და მთავრობის დაკომპლექტება