#56424423 · 15 Jun 2020, 12:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახლა როგორც ვიცით წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. როგორც წესი გამოჩნდებიან რამოდენიმე პირი,ან რამოდენიმეპირთა პარტია,რომელიც გვთავაზობს ცხოვრების მეგზურობას 4 წლის განმავლობაში და გვთავაზობს თავის სვლაგეზს,რომელმაც სასურველ მდგომარეობამდე უნდა მიგვიყვანოს.ჩვენ მისი თავგანწირვა უნდა დავუფასოთ არჩევნებზე მისვლით და წერილობითი დასტურით. ამ ბოლო დროს ტრადიციად იქცა არჩეული დეპუტატების მიერ თავისი სვლაგეზიდან გადახვევა და ამომრჩევლის პირშიჩალაგამოვლებულად დატოვება.ამ პროცესმა ციკლური ხასიათი მიიღო და ზემოაღნიშნული პროცესი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ მეორდება. ამ ყველაფერს რამოდენიმე გაუგებარი ასპექტი ახლავს თან: ამოსარჩევები სულ რამოდენიმეა-ამომრჩევლები მილიონობით. არჩევნების მერე ამორჩეულები განცხრომაში არიან და მილიონები მოთქვამენ. ეს არის უსასრულო ციკლი,რომელიც შეუცვლელად მეორდება. ახლა ჩვენ ამ ციკლის პირველ ეტაპზე ვართ-წინასაარჩევნო პერიოდი. ისინი გვპირდებიან-ჩვენ ვუსმენთ. ვუსმენთ გირჩს ვუსმენთ ვაშაძეს ვუსმენთ მიშიკოს ვუსმენტ ხაზარაძეს ვუსმენთ კობახიძეს. სუყველა სხვადასხვა რამეს გვპირდება. ახლა ავიღოთ-ხაზარაძე გვპირდება. როდესმე თუ მისულა რომელიმე თქვენგანი და თიბისიდან 10 თეთრი გამოუტანია ხუთ ფურცელზე ხელმოწერის გ და თავდები პირის გარეშე? აგერ ვაშაძე ესემესებით გვპირდება საბანკო პროცენტების დაწევას არჩევის შემთხვევაში.(ვინ ეკითხება ვაშაძეს მე ჩემს ბანკში რამდენი პროცენტი მექნება დადებული სესხზე?დამაძალებს? ხომ აღშფოთდნენ ოკეანესგადაღმელი პარტნიორები?) თუ არსებობს გარანტია იმისა,რომ ამოსარჩევი სიტყვას შეასრულებს? არა! ეს რომ იყოს ბევრი წინასაარჩევნო დაპირების გუდას თავს ვერ მოხსნიდა. გამოსავალი საძებნია.ასე დაუსრულებლად გაგრძელება რა ბედანაა! იცი,რომ უნდა მოგატყუონ.ატყუებინებ თავს და მერე ვიშვიშებ-მომატყუესო. დალოცვილო!!! თუ აირჩიე-შეარგე კიდეც.რაღას ვიშვიშებ იპარავსო,იტყუებაო,იქით მიდისო.გაგებით რატომ არ ვეკიდებით ამ ყველაფერს? არადა-
This post has been edited by vaxo55 on 15 Jun 2020, 13:01
|