ოთხ მილიონ კაცში, ანუ
ათასი კაცი რომ "აიღო", მერე
ათასჯერ გაამრავლო, და მერე კიდე ოთხჯერ

აი ამდენ კაცში ერთ პროცენტს, ანუ
ასიდან ერთს მაინც ხომ ექნებოდა მეტი განათლება და გამოცდილება, ვიდრე პროფესიონალ ფეხბურთელს, რომელსაც (როგორც ნებისმიერ პროფესიონალ სპორტსმენს) კარიერის განმავლობაში არანაირ ინტელექტუალურ სფეროში, ანუ სადაც ნეირონების ვარჯიშია საჭირო და არა ფეხის კუნთების, 8 წუთითაც არ უმოღვაწია?
ჰოდა ოთხი მილიონი ადამიანის ერთი პროცენტი, ანუ
ასში რო ოთხმოცდაცხრამეტს ჯობია (და მათ შორის "ბუკვალურად" -
გაუნათლებელ ფეხბურთელსაც), არის იცი რამდენი ადამიანი? ორმოცი ათასი. ანუ მინიმუმ
ორმოცი ათასი ტვინი მაინც არის საქართველოში, რომელიც ნებისმიერ იმ საქმეს რაც ფეხბურთელს ამ თანამდებობებზე უნდა ეკეთებინა, უკეთესად გააკეთებდა.
და ეს ორმოცი ათასი არის ერთი პროცენტი. რეალურად კი ალბათ რამდენიმე
ასეული ათასი ადამიანი მაინც იქნება ამ "ღვთისმშობლისწილხვედრ" ქვეყანაში ისეთი, 7 კლასზე მეტი განათლება რომ აქვს, 7 წუთზე მეტი გამოცდილება რაიმე ინტელექტუალურ სფეროში, და რიგით (გინდაც არა-რიგით) ფეხბურთელზე მეტი გონებრივი შესაძლებლობები.