#56851487 · 18 Sep 2020, 14:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს არის თქვენი მიდგომა - სიცრუე, ტყუილი და უტიფარი თავის ქება, ეს მოვისმინეთ ახლა ჩვენ აქ, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ. * * * ნათია თურნავას აღნიშნულ განცხადებას, კრიზისის მართვასთან დაკავშირებით, სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
„როდესაც კრიზისთან გამკლავებაზე ვსაუბრობთ, თავი ისე ნუ მოგაქვთ, რომ თქვენ გაქვთ კრიზისის მართვის უპირატესი რეცეპტი ჩვენთან შედარებით. ძალიან მტკივა ხოლმე ამის გამეორება, მაგრამ როგორც ჩანს საჭიროა - თქვენი ნამართი კრიზისი ჩვენ ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დღევანდელი თქვენი და თქვენი მეგობარი პოლიტიკური ძალის ლიდერები, ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე, ქვეყნის დასატოვებლად. თქვენი ერთ-ერთი დღევანდელი პოლიტიკური ლიდერი, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, მოგვიწოდებდა ქართველ ხალხს დანა -ჩანგლით შეიარაღებულები შეხვედროდნენ მტერს, ანუ ბედის ანაბარა დატოვეთ მაშინ ხალხი და ახლა ჭკუას გვარიგებთ, როგორ ვმართოთ კრიზისები. * * * 18.09.2020 / 16:11 ნათია თურნავა ოპოზიციას - ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობას ახალი კაბინეტის ფორმატით, თქვენ გააგრძელებთ ჩვეულ სტილში კრიტიკას, მაგრამ ვის მივმართავ, დარბაზში არ არიან, გავიდნენ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
|