ვიყავით ჯაჯის ტბაზე, ოღონდ პატარა ჯაჯის ტბაზე, დიდი ჯაჯის ტბა კიდევ სასიარულო იყო ფეხით იქიდან სადამდეც მანქანებით მოვედით, მივედით ხმამაღალი ნათქვამია, მივბობღდით, თითქმის 25 კმ სრული უგზოობის, 25-ჯერ მდინარეში გავლის და მერე გამოვლის, ციცაბო აღმართების ავლის შემდეგ მივადექით საზაფხულო სადგომებს სადაც პატარა ჯაჯის ტბა დაგვხვდა, ხალხი სტუმართმოყვარე, ყველა ცდილობდა გაგვმასპინძლებოდა, გვთავაზობდნენ დარჩენას და ა.შ.
ბუნება არაჩვეულებრივად ლამაზი, არ მისული ზარზმამდე გადასახვევი მარჯვნივ ზანავისკენ და მერე სოფლიდან იწყება უგზოობა, გზა აუყვება მდინარის კალაპოტს, ტყით დაბურულ ხეობაში, საკმაო სიმაღლეზე ასვლის შემდეგ იწყება ალპური ზონა და ტყეც მეჩხერდება მერე კი ბუნებრივია ქრება, ტყის გაქრობასთან ერთად ქრება გზის მაგვარი სამანქანო ბილიკიც და იწყება ქვიანი რთულად დასაძლევი "გზა" სადაც მხოლოდ კარგად მომზადებული მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი ასვლა, ბუნება არაჩვეულებრივი, ხედები ულამაზესი, ხალხი კიდევ უკეთესი.....
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)