ხოდა ერთხელ მასწავლებელმა გამიძახა.
მაშინ სკოლა სკოლობდა, ძმაო, შიგ დავდიოდით მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც.
დაძახება ნიშნავდა, რომ უნდა ავმდგარიყავი ჩემი მერხიდან, დაფასთან გავსულიყავი და იქიდან მეპასუხა მასწავლებლის კითხვებზე.
ხოდა ავდექი, გენაცვალე, გავედი, ვუპასუხე კაცურად რაც მკითხა, წამოვედი მერე და დავჯექი.
და აი მაშინ მასწავლებელი ბავშვებისკენ მოტრიალდა და სთქვა:
აი, ასე უნდა უპასუხოს ნორმალურმა მოსწავლემო!
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე