ავტოსაგზაო შემთვევა მხდა ქარელი-ხაშურის მაგისტრალზე - საჩხერე-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი მოცურდა და ჯებირზე შეჯახების შედეგად ამოტრიალდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩლა.
ავარიის შედეგად ერთი მგზავრი გარდაიცვალა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც სასწრაფ დახმარების ბრიგადებმა უკვე კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.