ჩემს ისტორიას მოგიყვებით, რომელიც ძალიან საგანგაშოა.
მას მერე რაც ჩვენს ლოკომოტივს კენჭისყრით მოსკოვის დინამო შეხვდა, უსიამოვნო შეგრძნება და მოლოდინი მქონდა. მეშინოდა, რომ დიდი ანგარიშით და სამარცხვინოდ არ წაგვეგო. რა თქმა უნდა გუშინ დილიდან თამაშს ველოდებოდი და ვუყურე სახლში. პირველ ტაიმში, როდესაც ჩვენები თანაბრად ეთამაშნენ იმ კაზიოლებს სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ მაინც არ მქონდა იმედი რომ დავამარცხებდით (არ ვარ ზოგადად პესიმისტი, მაგრამ მაინც) ჯერ პირველი გოლი რომ გავიტანეთ ხო არნახული სიხარული განვიცადე და მაშინვე მომინდა სტადიონთან მისვლა, მაგრამ თან ტელევიზორსაც ვერ მოვწყდი, მეორე გოლის გატანის შემდეგ ჯერ ხო მთელი კორპუსი გავაღვიძე და გიჟივით წამოვხტი, სასწრაფოდ გადავიცვი ტანისამოსი, ავიღე ჩვენი დროშა და გავვარდი გარეთ, პარალელურად ძმაკაცებს ვურეკავდი, ძირითადად იმათ ვინც ჩემგან ახლოში ცხოვრობენ. ერთმა კომპში რაღაცას ვაკეთებ ვერ წამოვალო

მეორემ ფეხბურთი ვითამაშე დიღომში, ოფლიანი მოვდივარ სახლშიო (ბახტრიონზე ვცხოვრობთ) მერე რა მოხდა ბიჭო, ამოდი ვაკეში, ოფლიანი რა კონცერტზე კი არ გეპატიჟები მეთქი. არა არა მეზარებაო. მესამეს დავურეკე, ისიც ამასთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს, ამანაც უარი, მეოთხეს მიზეზი არ ქონდა, უბრალოდ ეზარებოდა მეხუთესაც დ.ა.შ. მოკლედ მხოლოდ ერთი დამეთანხმა, გვერდზე კორპუსში ცხოვრობს, გაუხარდა და გავვარდით სტადიონთან.
ბოლო წუთი იყო რომ მივედით, მეგონა ბევრი ხალხი დაგვხვდებოდა და სიხარულით დავხვდებოდით ჩვენს ბიჭებს, სტადიონის ტერიტორიაზე არ გვიშვებდნენ.
დამხვდა 7-8 ბიჭი და პოლიციელების კორდონები. გადმოვედით მანქანიდან და მივედით შესასვლელთან, ამ დროშით ვერ გაგაჩერებთ აქ, ზემოთ ადითო, კუს ტბის ასახვევისკენ მიშვებდნენ. რატომ არ მაჩერებთ საქართველოს დროშით მეთქი, არ შეიძლებაო. რატომ არ შეიძლება მეთქი, ვერ მპასუხობდნენ რატომ არ შეიძლება. მოკლედ ბევრი კამათი და უსიამოვნო საუბარი მქონდა, მაგრამ არ გამაჩერებდნენ მივხვდი, მე მინდოდა, რომ ჩვენი გუნდის ავტობუსი რომ გამოვიდოდა იქ ვმდგარიყავი ან სადმე სიახლოვეს.
ბევრი კამათის შემდეგ გზის მეორე მხარეს გადავედით მე და ჩემი ძმაკაცი. იქ მოვიდა ერთი ბიჭი მოტოციკლეტით, გლოვოს მოტო იყო, გადმოიღო დროშა და შემოგვიერთდა. ანუ გზის მეორე მხარეს ხო ვიყავი და უცბად 25-მდე პოლიციელი გადმოისროლეს ჩვენტან და გვიკრძალავდნენ დროშის აფრიალებას. დაუმორჩილებლობის გამო დაგაკავებთ და მსგავსი მუქარებით. მე ვეუბნებოდი, რომ დროშის აწევას რომ მიკრძალავდნენ ეს იყო მათი მხრიდან არაკანონიერი მოთხოვნა, ეს ბიჭიც ამყვა და მოკლედ კიდევ უფრო უკან დაგვაწევინეს, კორპუსისკენ.
რაც პოლიციაზე მოვყევი, აქედან დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ, ამაზე მეტს აღარ გავაგრძელებ, მე ეს არ გამკვირვებია და ამაზე გაცილებით უფრო მეტად საწყენი იყო ის, რომ ჩვენმა ბიჭებმა ასე მოინდომეს, ვინც თამაშს უყურა დამეთანხმება, რომ ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოლეს და შეუძლებელი შეძლეს.
იქ ყოფნის და პოლიციელებთან კინკლაობის პარალელურად, ფორუმის პოლიტ განყოფილებაში, პოლიტ განყოფილებაში იმიტომ, რომ იქ ყველასზე მეტი ხალხი წერს, გავხსენი თემა სადაც ხალხს მოვუწოდეთ რომ მოსულიყვნენ სტადიონთან. ცალკე იმ ბიჭმა ფეისბუქზე წერა, არ იმსახურებდნენ ჩვენი ბიჭები რომ ასე გამოგვეხატა მადლოერება, რომ ერთი 100 კაცი მაინც მივსულიყავით და დროშებით, აპლოდისმენტებით და გამამხნევებელი შეძახილებით გამოგვეხატა ჩვენი მადლიერება ამ ვაჟკაცი ბიჭების მიმართ? არა. არავინ არ მოვიდა.
შეიძლება ვინმემ იფიქროთ ეხლა, რომ მე ვინ ვარ, რატომ მაქვს ამბიცია, რომ ჩემს დაძახილზე იქ ვინმე უნდა მოსულიყვნენ, მით უმეტეს, რომ ჩემმა უახლოესმა ძმაკაცებმაც კი ყოვლად უაზრო მიზეზების და ზოგმაც სრულიან უმიზეზოდ დაიზარეს იქ წამოსვლა. უბრალოდ მეზარებაო და მორჩა. კი ბატონო, არ მაქვს ამბიცია, რომ ჩემს მოწოდებებზე ფორუმიდან ხალხი მოსულიყო, მაგრამ ნუთუ ამ ქალაქში 10!!!!! 10 ისეთი ადამიანი მაინც არ აღმოჩნდა, რომ ტელევიზორში ამ თამაშის ყუთების დროს, მეორე გოლზე მაინც გაჩენოდათ სურვილი რომ იქ მოსულიყვნენ? ეს ძალიან ცუდია, საგანგაშოა. ან ნუთუ იმ ქუჩაზე რომ კორპუსებია, ერთ ადამიანს მაინც არ გაუჩნდა სურვილი რომ აივანზე მაინც გამოსულიყო, დროშა გამოეფინა და გამახალისებელი შეძახილებით გაეცილებინათ ჩვენი ავტობუსი გზაზე?
შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს რომ ვპანიკობ, უაზრო განგაშს ვტეხავ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. დახოცილები ვართ, ის რაც მე გუშინ განვიცადე, ძალიან ძნელი გადმოსაცემია სიტყვით, ეს იყო უბრალოდ მორიგი უდიდესი იმედგაცრუვება.
გავაგრძელებ გუშინდელ მოვლენებს. მოსკოვის დინამოს ავტობუსმა რომ ჩაიარა, მერე გადაგვიშვეს სტადიონის შესასვლელთან, მე ვიყავი, ჩემი ძმაკაცი, ის გლოვოს ბიჭი დროშით და 7-8 კაცი ჭიშკართან, ისინი არ გამოუშვეს გზის მეორე მხარეს, რადგან დროშები არ ქონდათ. ამ დროს 2 მანქანა მოვიდა, ფეხბურთელების ცოლები ბავშვებით, გახარებულები გადმოხტნენ მანქანებიდან და ამ დროს ამოვიდა ლოკომოტივის ავტობუსიც. გავშალეთ ეს დროშები, გააჩერეს ცოტა ხნით ავტობუსი და თქვენ რომ იმ ბიჭების (ფეხბურთელების) სახეები გენახათ როგორ გაუხარდათ ჩვენი ასეთი ემოციური და ხმამაღალი შეძახილები, ყველა ინანებდით რომ იქ არ იყავით. რაც მე იქ შევიგრძენი ამის ენით გადმოცემა მე მართლა არ შემიძლია, სისხლი მიდუღდა.
ბოლოს ყველა რომ დავიშალეთ, ის გლოვოს ბიჭიც დაგვემშვიდობა და წავიდა, მე და ჩემმა ძმაკაცმა დროშა გადავაფარეთ მანქანას სახურავზე (ტარი არ მქონდა), ერთი მხარე მე დავიჭირე, მეორე იმან და დავეშვით თავისუფლებისკენ, 7 თუ 8 წრე დავარტყით ასე დროშით და სიგნალებით მოედანს, რუსთაველზე ორჯერ ავიარეთ და ჩამოვიარეთ და გვეშურეთ სახლისკენ.
2002 წელს რომ რუსეთი დავამარცხეთ რა თქმა უნდა იქ ვიყავი და მაშინდელი სიხარული, მანქანების და ხალხის ზღვა ნაკადი, დროშები, სადღეგრძელოები რომ გამახსენდა და გუშინდელ დღეს რომ შევადარე, მივხვდი, რომ ამ 18 წელში ხალხში სიხარული და სიყვარული არის ჩამკვდარი. 4-5 შემხვედრი მანქანა იყო რომ მიხვდნენ რისთის ვაფრიალებდით დროშას და ბანი მოგვცეს. დანარჩენები კი ყველანი გაკვირვებულები გვიყურებდნენ, ზოგს ალბათ რამე პარტია ვეგონეთ, ზოგს უსაქმურები დ.ა.შ.
აი ასე იყო მეგობრებო ეს ისტორია, როდესაც ერთდროულად სიხარულს და იმედგაცრუვებას ვგრძნობდით.
აქვე დავდებ ფორუმზე ჩემი თამაშის დამთავრებამდე გახსნილი თემის ლინკს:
ყველანი ლოკომოტივის სტადიონთან.უტა არის ჩემი მეგობარი, რომელსაც ვთხოვე რომ ამოეწია თემა და მესამემ რა პოსტიც გააკეთა კი ნახავთ.
This post has been edited by internazionale on 18 Sep 2020, 16:40