ნაპოლეონი ამბობდა - არ არსებობს ქუჩები და მასზე მორბენალი როიალისტები - არსებობს არტილერია და სწორად შერჩეული პოზიციებიო..
ახლა მე საითკენ მიმყავს საუბარი, მოგეხსენებათ რომ არსებობდა ასეთი ფილოსოფოსი - რუდოლფ შტაინერი, რომელმაც თავის დროზე
ჰერბერტ სპენსერს ასეთი რაღაც მისწერა -> თოფიანი / რაინდი კაცების მწამს მხოლოდ, ამოვიდნენ ყელში ეს ლაყაფისტი მაიმუნებიო.. (ლაყაფისტებში
ძია რუდოლფი გულისხმობდა ე.წ მემარჯვენეებს და მემარცხენეებს, რომლებსაც ერთი მედლის ორ მხარეს ადარებდა და ამბობდა -> ###### მემარჯვენეს,
რომელსაც დემოკრატიის სწამს და თავის თავს აჯერებს - მემარცხენე / "მონა" არ ვარო..)..
მე პირადად ჯაბა იოსელიანს ამ ორი დიდი მოაზროვნის იდეოლოგიურ ძმად და შესაბამისად ამათი "ხაზის" გამგრძელებლად ვთვლი. ეი როდესაც ჯაბამ
თქვა "დემოკრატია ლობიოობა არ არისო" ამით დაადასტურა მისი სიმპათიები - სპენსერისეული და შტაინერისეული ფიქრის სკოლის მიმართ და პრინციპში
აჯობა ეი შორსაც წავიდა კიდეც იმ კუთხით, რომ თეორიის ათვისებასთან ერთად - პრაქტიკაშიც გადაიტანა ეგ ყველაფერი და თოფიანი / რაინდი კაცებით დემოკრატიაც დაამარცხა და როგორც შტაინერი იტყოდა - ლაყაფისტი "მონა" მაიმუნებიც..
სპენსერი -> შტაინერი -> იოსელიანი, მოკლედ ამაში იყო საქმე - სანამ გუშინდელი მიშას ინტერვიუ არ მოვისმინე და გონება არ გამინათდა...
ვნახოთ რას გვეუბნება ე.წ ყოფილი პრეზიდენტი:
ჩვენ თუ თაროებიდან გადმოვიღებთ უკვდავ ნაშრომს - "სამ განზომილებას" და მას ვინ იცის უკვე მერამდენედ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გადავიკითხავთ,
აღმოვაჩენთ - რომ მიშა დაუბრუნდა იმ ეროვნულ იდეებს - რომლითაც გაჟღენთილი იყო 90-ების დასაწყისის ქართული ცნობიერება და ჩვენი ე.წ დამფუძნებელი
მამებიც არ ერიდებოდნენ კაშკაშა ნაციონალისტური ხედვების - საზოგადოებისთვის გაზიარებას.. იქნებოდა ეს ზვიადი, ჯაბა თუ პატრიარქი ილია II..
ეი მიშა უპირისპირდება პოლიტიკას და მთელ ამ პარტიულ ნომენკლატურას, რომელიც ფაქტია რომ ქვეყნის ტორმუზად იქცა და ხალხში კიდევ პოლიტიკისადმი უნდობლობა გააჩინა.. ამ გაგებით მიშა სწორედ იქ დგას, სადაც 95 წელს - პარლამენტში შეკრებილი საზოგადოების შემყურე ბატონი ჯაბა, როდესაც "სამ განზომილებაში" მის უკმაყოფილებას გამოთქვამდა პარტიების / პოლიტიკოსების / მოლაქლაქე იდიოტების მიმართ და გული წყდებოდა, რომ არ ხერხდებოდა ამ ხალხისგან ქვეყნის საბოლოოდ გაწმენდა (კარგი გაგებით) და ძალაუფლების გადაცემა - მშრომელ / პატიოსან / გულანთებულ ქართველებზე, რომლებიც დოკუმენტების ფრიალით კი არ მოცდებოდნენ - არამედ მკვლავებს დაიკაპიწებდნენ და საქმეს შეუდგებოდნენ.. გასაკეთებელი საქმე კიდევ მოგეხსენებათ - ჩვენს ქვეყანაში მართლაც ბევრია და დასაკარგი დრო კიდევ ნაკლები..
არ ვიცი როგორ განვითარდება მიშას ცხოვრება და რას აპირებს, მაგრამ ფაქტია რომ ის უბრუნდება 90-ების როგორც იტყვიან ე.წ vibe-ს და ჩემთვის პირადად ეს მხოლოდ
და მხოლოდ მისასალმებელია.. ასევე კარგია ისიც, რომ მთელ ამ მემარჯვენე-მემარცხენე პარადიგმაში, გამოჩნდა ინდივიდუალისტი პიროვნება - რომელიც ამბობს -> ან ისე იქნება ყველაფერი როგორც მე მინდა ან ბოდიშით და მოგსთხვნიათ კარგის დრაქიო.. რაღაც გაგებით სწორედ ასეთ დროს მარცხდება ხოლმე პოლიტკორექტულობაც და წინ გადმოდის პიროვნება, მისი ქარიზმა, ეგო, მიზნები, ამბიციები და იწყება ის შემოქმედებითი პროცესი, როდესაც მეტაფიზიკა და ფიზიკა ერთიანდება..
რომ შევაჯამოთ -> მიშა უარს ეუბნება პოლიტიკას და პროცენტულ მაჩვენებლებს, ზოგადად რაციონალიზმის პარადიგმას და ხელს გვიქნევს ირაციონალური / მეტაფიზიკური პარადიგმიდან

ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი