დავით ჭიჭინაძე - ვაფრთხილებ ოპოზიციას, ივანიშვილი მალე დაიწყებს მათთან „დალაგებას“, რადგან გუნდი, რომელიც სამარეში მიჰყვება, აღარ აინტერესებს
ვაფრთხილებ ოპოზიციას, ივანიშვილი მალე დაიწყებს მათთან „დალაგებას“, რადგან ის გუნდი, რომელიც სამარეში მიჰყვება აღარ აინტერესებს, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
ჭიჭინაძე თვლის, რომ ისეთი დეკლარაციები, რასაც დღეს ხელი მოეწერა, ბევრი ყოფილა, მაგრამ არცერთს ბოლომდე არ უმუშავია.
"ბიძინა ივანიშვილი „ოცნებაზე“ ადრე აპირებს მგონი, წასვლას. ივანიშვილი არც ისეთი უგონო კაცია, ვერ ხვდებოდეს, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი, თავის თავს ამთავრებს. თან ისეთ ანტიდასავლურ ნაბიჯებს დგამს, ამერიკელებიც აღარ „გაუპრავებენ“ არაფერს და ისინი „წაიყვანენ“ . შესაბამისად, ივანიშვილს ნაკლებად აინტერესებს ის გუნდი, რომელიც მას უნდა ჩაჰყვეს სამარეში და ამიტომ არის, რომ ვეღარც მის დაპირებებს ვისმენთ, არც თავად ჩნდება არსად.
რაც შეეხება ოპოზიციის დეკლარაციას, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, ბევრი გვინახავს ასეთი დეკლარაციები, და ისიც, რომ არცერთს ბოლომდე არ უმუშავია. სწორედ ამიტომ, ვაფრთხილებ ოპოზიციას, რომ ივანიშვილი მათთან აუცილებლად დაიწყებს ვაჭრობას, დალაგებას და ჯობია არ შეყვნენ, მითუმეტეს, რომ ამის გამოცდილება დიდი აქვთ. თუმცა უკვე აშკარად ჩანს, რომ ოპოზიციიდან ბევრს აქვს კუდები გადაბმული „ოცნებასთან“. „ევროპული საქართველო“ ამას უბრალოდ, ვეღარ მალავს, იმდენი იკეკლუცეს პრემიერთან. „ოცნებამ“ კი, შეგნებულად აღარ დამალა და შეგნებულად გაასაჯაროვა ეს ამბავი, როგორც ჩანს, ახალი პარტნიორები გაიჩინეს „ევროპული საქართველოს"
ქართული ოცნების დეპუტატ რეზო არველაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქართულ ოცნებას მთავრობის შესაქმნელად ხმები დააკლდება, პარტნიორობის შესაძლებლობას პატრიოტთა ალიანსთან ხედავს. ამის შესახებ დეპუტატმა მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.
არველაძის თქმით, თუ ქართული ოცნების კოალიციას პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობის შემდეგაც არ ექნება საკმარისი ხმები მთავრობის დასაკომპლექტებლად, იგი ევროპულ საქართველოსთან თანამშრომლობასაც გამართლებულად მიიჩნევს.
რა ხდება აბა––––კიკი ბოყვერია ევროქოცების მხარდამჭერებო რასაა რო ესენი ჩივან?
ბიძოს კარმუშკაზე ზიხართ?....იმიტომაა რომ ქოცრეჟიმთან ბრძოლის ნაცვლად მიშას და ნაციონალებს ებრძვით?