მოდერ არც ისე ხშირად ვხსნი თემებს და თუ რამეა და არასწორია ან წაშალე ან გადაიტანე. არ განმსაჯო.
გარკვეული პრიობების გათვალისწინებით გადავწყვიტე მეორე მანქანა ვიყიდო სტროგად ელექტრო მობილი, მაქსიმალურად იაფად, მინდა მხოლოდ ქალაქში სასიარულიდ, დიდი მანძილები აქტუალური არაა. მყავს მეორე მანქანა და წავალ ბათუმში იმით

ყველაზე იაფი ელექტროებიც ძალიან ძვირია ჩემი ოჯახის ბიუჯეტისთვის, ხოდა მათ შორის ვარჩიე ეს შევროლეტ სპარკ ემ
გადავავლე თვალი და შევროლეტ სპარკი არის ესეთი ავტომობილი, არც ისე გავრცელებული საქართველოში მაგრამ არის დაშლილიც ვნახე ერთი ორი. ყველა მანქანის ყიდვისას ვითვალისწინებ იმას რომ შემდგომ შეიძლება გაფუჭდეს კიდეც, გაესვას გამოესვას ჩვენთან არაა ეს ახალი ხილი... და ამის გათვალისწინებით ვყიდულობ მანქანას.
ხოდა ეს სპარკ ემ არის იგივე სპარკი, მხოლოდ ცხაურით განსხვავდება და სავალი ნაწილებით (ე.წ. ხადავოი).
იტენება 220 ვოლტზე 7 საათში, სწრაფი დატენვით 50-იანით 20 წუთში 80%-მდე
ერთი სრული ტატენვით გარბენია 130კმ.
აქვს ანტიფრიზზე გაგრილების სისტემა.
არის კაფსულის ტიპის კორპუსი, როგორც წერენ. ანუ უსაფრთხოება არის მაღალი, წონაც შესაბამისად და გავლილი მანძილიც შესაბამისად.
გამოდიოდა 2014-2017 წლები თუ სწორად ვიცი და ეხლა ჩაანაცვლა ბოლტმა რომელიც 500კმ-ს გადის მაგრამ ღირს ამაზე 2ჯერ ძვირი.
თუ სურვილი ექნება ვინმეს მივიღებ რჩევებს ვიმსჯელოთ რატომ შეიძლება ვიყიდო ან რატომ არა.
ბიუჯეტი მაქსიმუმია ჩემი 6000$ ესეც უკიდეგანო მაქსიმუმი 4000ში მინდა ჩატევა, თუმცა მომავალი ეკონომიის მიზნით რაღაცას ვიზამით შეიძლება მაგ ფასსაც გავწვდე.
* * *
ესეც დანარჩენი სურათები ვიზუალირი და სალონი.

This post has been edited by ADDmin on 30 Sep 2020, 13:28
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)