ქვემოთმოყვანილი დაშვება არის ამჟამინდელი მდგომარეობით (ე.წ. "შერეული საარჩევნო სისტემა") და არა იმ სასწაულებრივი დაშვებით, რომ უეცრად პროპორციული ჩამოვარდება ციდან.
საქართველოს პარლამენტში სულ არის 150 ადგილი.
აქედან პარტიული, პროპორციული სიით ივსება 77 ადგილი
მაჟორიტარული ოლქებით ივსება 73 ადგილი
ესაა მიმდინარე "შერეული სისტემა" და მას აქვს 2 მინუსი, ჯერ კიდევ ეძიკას დროიდან მოყოლებული:
1. მაჟორიტარული ოლქის რეგვენი ამომრჩეველი, რომელიც ირჩევს ერთიდაიგივე მაჟორიტარს, რომელიც სულერთია ეძიკასთანაა, მერე მიშასთანაა და ბოლოს ბიძინასთან გადაბარგდა თუ არა - მაინც ამ კონკრეტულ პიროვნებას ირჩევენ, წლიდან-წლამდე.
2. ოლქების ზომას აზრი არ აქვს, ერთ მოჯმა ოლქსაც ერთი მაჟორიტარი გაყავს და მრავალ ასეულ ათასიანი მოსახლეობიან ოლქსაც - ერთი მაჟორიტარი გაყავს. (ანუ ერთ მანდატიანია)
აქედან დასკვნა, თუ აკონტროლებ ასეთ, ყველაფრის მომგებ მაჟორიტარებს, უკვე ავსებ ნახევარ პარლამენტს
საკონსტიტუციო უმრავლესობა (როცა ყველა კანონი გაგაქვს რაც გინდა, საკუთარი დეპუტატების ხმით მხოლოდ) არის 113
თუ გაათრიე ყველა მაჟორიტარი სიტყვაზე, გჭირდება სულ რაღაც 40% იანი პარტიის მხარდაჭერა, იმისთვის რომ კიდევ 40 დეპუტატი გყავდეს და ჭრა-კერო შენს გემოზე რაც აგიდგება.
მაგრამ მაგის ნახევარიც რომ მოაგროვო, ანუ 20% და ყველა მაჟორიტარი გყავდეს პარლამენტში მაინც უმრავლესობით ხარ ანუ 90+ კაცით
რაც პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ შეიძლება როგორც პარტიას არავინ ირჩევდეს, მთავარია მაჟორიტარებმა თავიან ოლქებში სათანადოდ დამწყემსონ რეგვენები, იმიტომ რომ რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს, ქართველი ამომრჩეველი მაჟორიტარს არ აიგივებს პარტიასთან

ასე იყო ეძიკას დროს, ასე თრეულობდა მიშა უმრავლესობას და ასე თრეულობენ ახლაც.
მაგალითად 2016 წელს, ოცნებამ 71 მაჟორიტარი გადაიბირა და სულ 2 წააგო.
ხოლო თვითონ პარტია ამომრჩევლების ნახევარმაც კი არ აირჩია (44 მანდატი)
აი ამიტომ აღარ იქნება არანაირი პროპორციული და ამიტომ შემოიტანეს მთლიანად მაჟორიტარულზე გადასვლის კანონპროექტი თავის დროზე.
ანუ უხეშად რო დავთვალოთ რა, დავუშვათ მმართველი პარტიის რეიტინგი დაეცა და განახევრდა, დავიდა დავუშვათ 20% ზე და პროპორციულად, პარტიული სიიდან გაყავთ 20 კაცი, მაჟორიტარებიდან სულ რომ 20 წააგონ და მხოლოდ 56 მოიგონ, 76 დეპუტატი ეყოლებათ
უმრავლესობა კი ზუსტად 76 კაცია. ასეთ უმრავლესობას ორგანული კანონების გატანა შეუძლია და რაც მთავარია, მსგავსი რესურსის მობილიზება ოცნებას იოლად შეუძლია.
ასე რომ ჩემი პროგნოზით, 2020-შიც ოცნება იქნება უმრავლესობაში. დღევანდელ ოპოზიციას არ ყავს მკვეთრად გამოხატული 76 ლიდერი რომელსაც ოცნებასთან მაჟორიტარულ დონეზე ომი და მოგება შეუძლია, პროპორციულში კი რომც აჯობონ ვერ დააკომპენსირებენ დებილი ამომრჩევლის ოლქებს.
აღდგომა და ხვალეო