მიხეილ მუსხელიშვილი
მიხეილ მუსხელიშვილი
სხვა სახელი: მიშელ მუსხელი (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი: 8 ივლისი, 1903
გარდაცვ. თარიღი: 11 ივლისი, 1964 (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: სტრასბურგი, საფრანგეთი
კატეგორია: იურისტი, მეცნიერი
ბიოგრაფია
იურისტი, მეცნიერი, საერთაშორისო სამართლის დარგის სპეციალისტი, საზოგადო მოღვაწე, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი, ევროპის ფედერალისტური მოძრაობის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ევროპული ფორმაციის ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე–პრეზიდენტი, სპორტსმენი, მთამსვლელი, "აკადემიური პალმის" ჯილდოს კავალერი მიხეილ მუსხელიშვილი დაიბადა თბილისში, ცნობილი ოფთალმოლოგის ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილისა და ნატალია მირზაშვილის ოჯახში.
1921 წელს 18 წლის ასაკში მიხეილ მუსხელიშვილი საზღვარგარეთ სასწავლებლად მიემგზავრება. უმაღლეს განათლებას გეტინგენის, მიუნხენის, ლიონის, პარიზის სასწავლებლებში ეუფლება. 1932-1933 წლებში, უკვე მიშელ მუსხელად მონათლული, მოღვაწეობს პარიზის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოკვლევათა უმაღლეს ინსტიტუტში, 1935-1948 წლებში კაიროს სამართლის ფრანგული სკოლისა და კაიროს უნივერსიტეტის პროფესორია. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო საჯარო სამართლის კათედრას განაგებს. მიხეილ მუსხელიშვილი გახლდათ სტრასბურგის უნივერსიტეტის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ქვეყნების კვლევის ცენტრის (რომელსაც ახლაც მუსხელის ცენტრი ჰქვია) დამაარსებელი და უცვლელი დირექტორი.
1948-1951 წლებში მიხეილ მუსხელიშვილმა დაარსა საუნივერსიტეტშორისო ფედერაცია და იყო მისი პრეზიდენტი. 1954 წლიდან კი ორჯერ აირჩიეს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის გენერალურ მდივნად.
მიხეილ მუსხელიშვილი ერთ–ერთი იმ ქართველთაგანი იყო, რომელიც ევროკავშირის შექმნასა და ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლას ქადაგებდა. მან დიდად გაუსწრო თავის დროს და ევროკაშირისა თუ ევროგაერთიანების იდეით აღტაცებულმა მრავალი ნაშრომი უძღვნა ევროპულ ფედერალიზმსა და ფედერალისტურ მოძრაობას. საგულისხმოა, რომ მის უკანასკნელ მონოგრაფიას ერქვა "ფედერალური სტრუქტურები".
1950 წლის 6 აგვისტოს სტრასბურგში, ევროკონფერენციის გახსნის წინადღეს, ევროპის 8 ქვეყნის 300-მა სტუდენტმა, ევროგაერთიანების მხურვალე ინიციატორის მიშელ მუსხელისა და კიდევ სამი სხვა პროფესორის წინამძღოლობით, მოშალა საფრანგეთ–გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა. "ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ. დიდი ცეცხლი ახლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს",_ უთქვამს მაშინ მიშელ მუსხელს...
მიხეილ მუსხელიშვილი იტალიის ალპებში, აოსტას ხეობაში, მწვერვალ სევინის (3378 მ.) დაპყრობის შემდეგ დაშვებისას გადაიჩეხა. 61 წლის პროფესორის ტრაგიკულ აღასასრულს ფართო გამოხმაურება მოჰყოლია მთელს ევროპულ პრესაში, კერძოდ, ისეთ გავლენიან ფრანგულ გაზეთებში, როგორიც "მონდი" და "ფიგაროა". აი, ზოგიერთი ამონარიდი: " პირადი ვაჟკაცობა და შემართება, გასაოცარი ენთუზიაზმი, ინტელექტუალური სიმდიდრე შეადგენდა, ხასიათის სიძლიერესა და ნებისყოფის სიმტკიცესთან ერთად, ამ შესანიშნავი პიროვნების თვისებებს", "უნივერსიტეტთა სამყაროსათვის, ევროპულ მოძრაობათათვის ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია", "მიშელ მუსხელის დაკრძალვამ გვიჩვენა, თუ რა დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა იგი კოლეგებსა და სტუდენტებში", "მისი სახით ჩვენ დავკარგეთ ნათელი ნიჭისა და მაღალი კვალიფიკაციის პროფესორი, სულიერებით, კეთილშობილებით, გონიერებით გამორჩეული"...
მიშელ მუსხელის გარდაცვალების წლისთავზე ორი რომაელი სტუდენტი ასულა მონბლანზე და ერთიანი ევროპის დროშა აუფრიალბია. ...და ეს აქტი საყვარელი სტრასბუგელი პროფესორის ხსოვნისადმი მიუძღვნიათ...
მიხეილ მუსხელიშვილს მემკვიდრე არ დარჩენია. მისი ძმისშვილია ისტორიკოსი , აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი, ასევე ცნობილი ისტორიკოსისა და არქეოლოგის ლევან მუსხელიშვილის ვაჟი.
http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000041/ესეც FB-დან

Gocha Datusani
1d ·
მიხეილ მუსხელიშვილი-michel muskheli -ევროკავშირის შექმნის იდეოლოგი და ევროპის კონსტიტუციის ფუძემდებელი, რომელმაც სიმბოლურად მოშალა საზღვრები და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა
სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილი ევროკავშირის შექმნის ერთ-ერთ იდეოლოგი და ფუძემდებელი იყო. 1948 წელს მან, ფრანგ მკვლევართან ერთად, ევროპის კონსტიტუციის პროექტი შექმნა, რომელიც საფუძვლად დაედო თანამედროვე ევროკავშირის კონსტიტუციას (ამ დროს ჟან მონეს და რობერტ შუმანს, ჯერ საერთოდ არ ჰქონდათ დაყენებული მსგავსი იდეა).
ქართველმა პროფესორმა ფრანგულ ენაზე გამოსცა მნიშვნელოვანი ნაშრომი "ევროპის ფედერალიზმის სტრუქტურა", რომელშიც დაასაბუთა ევროპის გაერთიანების აუცილებლობა. 1958 წელს, ბრიუსელში საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას, მიხეილ მუსხელიშვილმა ინსტიტუციების შექმნის საკითხი დასვა, რაც მალე განხორციელდა და შეიქმნა თანამედროვე ევროკავშირის ინსტიტუტები.
მიხეილ მუსხელიშვილის სახელს უკავშირდება ევროპის საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემების ჰარმონიზაციის იდეა (დღევანდელი ბოლონიის სისტემა), ხელს უწყობდა ქართული დიპლომების და ცოდნის საერთაშორისო აღიარებას და ქართველების მობილობას უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში და პირიქით, უცხოელების საქართველოში სწავლას.
მიხეილ მუსხელიშვილი იყო ევროპაში საზღვრების მოშლის ერთ-ერთი ინიციატორი. მან 1951 წელს 8 ქვეყნის 300-ზე მეტ სტუდენტთან და სამ თანამოაზრე პროფესორთან ერთად, სიმბოლურად მოშალა საფრანგეთ-გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა, რაც გულისხმობდა ევროპის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლას. მან საფუძველი ჩაუყარა შენგენის ზონის შექმნას ევროპაში.
სტრასბურგის უნივერსიტეტში ის ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ ევროპის კვლევით ცენტრს. ეს ცენტრი დღესაც არსებობს და „მუსხელის ცენტრიის“ სახელს ატარებს. მიხეილი იყო პატარა ერების უფლებების დამცველი (ბევრს წერდა ევროპულ პარალელებზე "საქართველო და ევროპა", "ქართულ-ევროპული მოძრაობის მემორანდუმი," „რუსეთი არ არის ევროპა“ და სხვ).
მიხეილ მუსხელიშვილი გატაცებული იყო ალპინიზმით, დალაშქრა ალპების ბევრი მწვერვალი, მაგრამ 1964 წელს იგი იტალიაში კლდიდან ჩამოვარდა და ტრაგიკულად დაიღუპა. ევროპულ პრესაში მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "უნივერსიტეტთა სამყაროსათვის, ევროპულ მოძრაობათათვის ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია",- წერდა ფრანგული გაზეთი „მონდი“,
ხოლო სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში თქვა
“ჩვენი მეგობარი მიშელ მუსხელი იმ პირველ მოაზროვნეთა შორის იყო, ვინც ევროკავშირის შექმნის იდეა შემოიტანა და ამ იდეის შექმნისთვის იბრძოდა კიდეც სტრასბურგში.” მიხეილის გარდაცვალების შემდეგ, 1965 წელს, ორი იტალიელი სტუდენტი ავიდა მონბლანზე და მუსხელის სახელზე ევროკავშირის დროშა ააფრიალა.
სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და საერთაშორისო საჯარო სამართლის კათედრის გამგე, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი მიხეილ მუსხელიშვილი დაკრძალულია საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში.
და დღეს ჩვენ გაგვიხადეს საქმე, სახვეწად
მიმაგრებული სურათი