„ჩვენ უნდა გავუშვათ ივანიშვილი, მაგრამ ასევე არ უნდა დავუშვათ სააკაშვილის გაპრემიერება“ – ამის შესახებ განაცხადა ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.
მისი თქმით, ის პროპაგანდა, რომ ივანიშვილის დამარცხების შემთხვევაში სააკაშვილი გახდება პრემიერ-მინისტრი, უნდა დასრულდეს.
„ევროპული საქართველოს“ გზავნილი საზოგადოებისთვის არის ის, რომ ჩვენ გვესაჭიროება გარდამტეხი ცვლილებები. ამისთვის კი უაღრესად მნიშვნელოვანია დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი და მერე სწრაფად გატარდეს რეფორმები, რომელიც ეხება გადასახადების შემცირებას, ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებას, ამჟამინდელი ეკონომიკის ჭაობიდან ამოყვანას და ქვეყნის წინსვლას.
იმისათვის რომ ეს მოხდეს, ის პროპაგანდა, რომელსაც ეწევიან ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო არხები, ასევე მისი პარტია და თავად ივანიშვილიც, რომ თუ ის დამარცხდება, მაშინ სააკაშვილი გახდება პრემიერ-მინისტრი და რაღაც საშინელებებს იზამს.
ეს პროპაგანდა უნდა დაინგრეს. ეს გახლავთ უაღრესად საზიანო. აქედან გამომდინარე ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ პროპაგანდას დავუპირისპირდეთ.
გიგი უგულავას განცხადებაც იყო იგივე გზავნილზე, სადაც მან უბრალოდ ხაზი გაუსვა და გაიმეორა ის რასაც ჩვენ ვამბობთ სხვადასხვა ფორმით, რომ ჩვენთვის არის მთავარი ივანიშვილის დამარცხება, მაგრამ არ დავუშვებთ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას. “- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცოლი და ქმარი რომ გაიყრებიან და მერე ცოლი რომ სულ ჩივის სასამართლოებში მაგის ასოციაციას მიქნის ამათი ამბობა
ანერ მოდი აქა, შენ იცი ამათი "დალოცვა" კარგად