#56964796 · 10 Oct 2020, 17:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ მეგობრებო ვეძებე ამ საკითხზე თემა, მაგრამ ძალიან ძველი (2015,2016) წლის პოსტები ვნახე და სამწუხაროდ არ გამომადგება.
ვაპირებ გავხსნა თონე, მაინტერესებს და მივიღებ ყველანაირ რჩევას.
დაწყებული საწესდებო კაპიტალიდან, დამთავრებული ყველანაირი აღჭურვილობით.
ბიზნესის მართვასთან დაკავშირებითთ მაქვს მცირეოდენო გამოცდილება, მაგრამ საკვებ პროდუქტებზე არა. თუმცა ეს იდეა მაწუხებს წლებია, გამაჩნია დიდი მონდომება და ვფიქრობ ჩემი გამოუცდელობა ხელს არ შემიშლის.
ქირა, მცხობელის პოვნა, ხელფასი, რამდენი ტომარა უნდა გავყიდო დღეში,ლიცენზია, დენი, წყალი, გაზი, ადგილმდებარეობა, მოკლედ თუ გაქვთ გამოცდილება და გსურთ გამიზიაროთ მადლობელი დაგრჩებით.
თუ ყველაფერი ეწყო ჩემი თონის გახსნაზეც დაგპატიჟებთ და სახლშიც გაგატანთ რამოდენიმეს :დ
|