თქვენ თუ მართლა გჯერათ თქვენი პარტიის (ძირითადად ქოცებს ეხება), მაშინ წარმატებებს გისურვებთ! (მტერს არ ვუსურვებდი მასეთ წარმატებას

)
მაგრამ ვფიქრობ ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს ხმა მისცეს უბრალოდ მისი სოციალური, სამსახურებრივი თუ სხვა სტატუსის გამო. რაც რეალურად საკუთარი თავის და ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ისევე როგორც ხალხის შეყრა ცხვრებივით პარტიულ ღონისძიებებზე არის დანაშაული. ეს ეხება უამრავ საჯარო მოხელეს, დაწყებული უმაღლესი საჯარო სამსახურებით დამთავრებული სკოლის მასწავლებლებით. ასევე თვით ქოცების ოფისებში მომუშავე ხალხს.
გამოსავალი არ არის მარტივი მაგრამ ასეთი რამ არის შესაძლებელი.
მოკლედ საჯაროდ ყველანი ვართ უცვლელ აზრზე და თუ ვინმე გვკითხავს ვპასუხობთ იმას რასაც ელიან ჩვენგან. როდესაც დგება არჩევნები ყველანი მივდივართ და ვხაზავთ იმ დაბალრეიტინგულ პარტიას რომელსაც გვინდა, სულ ერთია რომელი იქნება (ძალიან ცუდსაც თუ არ აარჩევთ კარგი იქნება), მთავარია არ შემოვხაზოთ ის რასაც ჩვენგან ელიან ზემოდან.
სულ ეს არის, ყველაფერი შესაძლებელია, ძალა რაოდენობაშია, ძალაუფლება გადანაწილებადი.
ასევე დამკვირვებლების და ცესკოს რიგითი თანამშრომლების საყურადღებოდ:
არ ვაძლევთ გაყალბების საშუალებას არავის, ვინიშნავთ სახელგვარებს, ვუღებთ ჩუმად ვიდეოს ან აუდიოს კომპრომატით და ვარეპორტებთ სადაც საჭიროა დანიშნულებით. მუქარის შემთხვევაში ჩუმად ვუშვებთ ყველგან პირველ რიგში მედიაში, სოც.ქსელებში, ვინახავთ ასლებსაც ცალკე.
გაყალბების დრო უნდა დამთავრდეს.