საყურადღებოა მსოფლიო ბანკის კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ რომელიც ათეულობით კვლევითი ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციის შემაჯამებელ ანალიზს უყრის თავს. კვლევა ყოველი წლის შემოდგომაზე ქვეყნდება.
2020 წლის 28 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მსოფლიო ბანკის 189 ქვეყანას შორის „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოში არის 41 -ე ადგილზე, ევროპაში კი 19-ე ადგილზეა საუკეთესო ოცეულში. (2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში „კორუფციის კონტროლით“ მსოფლიოში იყო 62-ე ადგილზე, ოცეულს მიღმა.)
აღსანიშნავია, რომ ამ საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მესამედ მოხვდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი.
კორუფციის კონტროლი - ფასდება მმართველი ძალების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკა პირადი ინტერესებისთვის. შეფასება მოიცავს როგორც კორუფციას ქვედა დონეზე, ისევე, როგორც ელიტური კორუფციის შეფასებას. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 74.04%-ი დაიმსახურა. საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთი და ლიეტუვა უსწრებს.
„რეგულირების ხარისხის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოში 27 ადგილზეა, ევროპაში კი 19-ე ადგილზე საუკეთესო ოცეულში. (2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში „რეგულირების ხარისხით“ მსოფლიოში იყო 39-ე ადგილზე, საუკეთესო ოცეულს მიღმა იყო)
https://imedinews.ge/ge/ekonomika/164703/ms...mesamed-mokhvda....