დიდი ხნის უშედეგო ძიების შემდეგ გადავწყვიტე ამ თემის გახსნა.
როგორ უნდა მიიღო ბინა რა საშუალება არსებობს ამისთვის?
20 წელზე მეტია რაც აფხაზეთიდან ვარ დევნილი და ჯერჯერობით პასუხიც არ მიმიღია სიაში მაინც ხარო მიღების.
აპლიკაცია ყველაფერი დაწერილი გვაქვს რაც საჭირო იყო. ვიყავით ადგილობრივ ბიურო თუ რასაც ეძახიან ეგენი დაველოდოთ დაველოდოთ ყველაფერი კარგად იქნებაო.
მოვითხოვეთ კომისიის მოსვლა და გადამოწმება საცხოვრებლის ფართი არავითარი ყურადღება.
სამინისტროს ცხელი ხაზი არასოდეს გპასუხობს, მათი ფეისბუქ გვერდი კი ისეთი დამაიმედებელ ტექტებს გიგზავნის სახლში რო მივდივარ ახალი ცინცხალი სახლი მხვდება მეთქი ისეთი შთაბეჭდილებას ტოვებენ
მქონდა 6,5 ქულა ახლა მაქვს 4,5 . რომ ვკითხე რის საფუძველზე დამაკელით პასუხი არაფერი. სად აღმოაჩინეს ჩემი ვილა ტაილანდში ვერ ვხვდები ვინ ჩამიშვა

ვინმეს გაქვთ ინფორმაცია რა ზომებს უნდა მიმართო რო რამეს მიაღწიო?
რავი საწყალი ხალხი 45 ლარის ანაბარა რამდენი არის მიტოვებული ნეტა არ ვიცოდე ეს. ან 45 ლარს რომ აძლევ დახმარების სახით იმ ქვეყანას რამე მომავალი აქვს რო?
ღმერთმა შრომის ძალა და ჯანმრთელობა არ მომაკლოს თორემ მათ იმედად მტერი იყოს.
ვინც ეს 45 ლარი დანიშნა დახმარების მიზნით მისი ოჯახი უნდა აცხოვრო მთელი ცხოვრება 45 ლარად. სხვა შემოსავლის გარეშე!