Chapter: გვიან გამოვედი.
უკვე 9 საათია და მე ჯერ კიდევ გზაში ვარ.
სახლთან ახლოს, მძღოლს ვეუბნები გამიჩერეთ, აქედან მოკლეზე ავაჭრი თქო.
Chapter: სიბრძნე სიცრუისა. (Filler)
იასნია მოჩქარეს მოუგვიანდესო, ადრე ამდგარსა მწევარსა ვერ დაეწევა მდევარიო, კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო. მოკლედ რაც ბრძნული გამახსენდა თემატურად ყველაფერი დაგიწერეთ, აწი თქვენ იცით ამ ცოდნას როგორ გამოიყენებთ
ვიხედები. ციდან 3 მეტრზე ტალახში ვარ.
ზღაპრებში პრინცესები რო აგზავნიან 9 მთას იქით თავის “პაკლონიკებს” გამოსაცდელ მისიებზე ზუსტად ეგეთი ლოკაციაა.
გადავლახე ეს დაბრკოლება, ავედი აღმართზე,
მოვკალი დრაკონი,
ვაითვოქეერები დავამარცხე,
უკვე, კორპუსს მხოლოდ გზა მაშორებს და აი ისიც: პატრული.
ვფიქრობ ამაყად შევხვდე ბედისწერას თუუ?
ნაცნობი ისპალნიწელური ხმები ჩამესმა უცებ, გიჟი ხო არ ხარო და რომელიღაც მანქანას ამივეფარე. წონასწორობა ვერ შევიკავე და ტალახში გავნებივრდი.
ამ დროს პატრულის ფარებმაც დამანათა თავზე შარავანდედად. მეთქი cool.
უცებ ჩემი ნაცნობი დავინახე მანქანაში. მეთქი იეეიი. მეშველაა.
მაგრამ არა,
მეორე ტიპმა, შანსი არაა, ნეპოტიზმმა დაგვღუპა კანონი კანონიაო.
თავაწეულმა ამაყად ჩავუკუჭე ჩემი 2 თვის ხელფასი ძვირფას მთავრობას და ბრრრრააჰჰჰჰ
ფანტაზიის ამ კულმინაციურ მომენტზე თესლად შევასწარი სადარბაზოში

ვიღაც ტიპებმა ლიფტი ცხვირწინ მომიხურეს

ეს მართლა ანუ.
არ ვსარგებლობ, მაგრამ მაინც მეწწწყყყყ.
სახლში ძააან ბედესი სახით შევედი

) მეთქი მევიდა ჩემი დრო))))
Chapter: ასტროლოგიის 1 წუთი.
უნდა შევამოწმო ცაგარელის პროგნოზით პოზიტიური დღე ხო არ გვაქვს ვერძებს?.
უეჭველი, მზე ვერძის სპა ცენტრში ისვენებს, მარსი ადომინანტდა ცის კაბადონზე და ვერძების აღზევება ხდება.
თორემ სხვა ახსნას ვერ ვპოულობ რანაირად მივედი სახლამდე პრიკლუჩენიების გარეშე, როცა მთელი 5 წუთი გადავაცილე კომენდანტს
ვისაც გული აგიცრუვდათ ფინალზე და სასარგებლოც ვერაფერი გაიგეთ, დაუბრუნდით სიბრძნე-სიცრუისას თავს
კი, ბევრი დავწერე. არ დამეზარა. მინისერიალად გავასტატუსებ თქო, მაგრამ გადავიფიქრე. ქოფირაითინგს რო ვისწავლი მერე დავწერ მოკლეებს.
მორალი: დროზე გამოეტიეთ სამსახურებიდან და იმ იმეებიდან.
მოკლედ ძალიან მიზერული თანამდებობაა მაგრამ გამისწორდა მაინც , ტყუილად არ მოუციათ ის 12 რეკომენდაცია Ⓒ White_Shark