ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში ჩამოწოლილ მეწყერის ქვეშ დაახლოებით ხუთი ადამიანი არის მოყოლილი.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დამეწყრილ საცხოვრებელ სახლში ოჯახის ყველა წევრი, 3 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერი სახლთან მიმავალ გზაზე ავტომობილსაც დაეცა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა.
"მიწის დიდი მასა ჩამოწვა, სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა, ასევე სამანაქანე გზაზე მოძრავი მანქანა იმყოფებოდა, რომელიც მეწყერში მოყვა. ავტომობილში 2 პირი იმყოფებოდა.
სულ 5 ადამიანი არის მოყოლილი", - აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილზე სამაშველო სამსახურები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. სტიქიის ზონაში იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პირდაპირია
* * *
აჭარაში თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები მიემართებიან
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში დამატებით მიემართებიან სამაშველო ჯგუფები.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან - სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.
ცნობისთვის, აჭარაში უხვლი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით უწევენ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას.
სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.
ამ დროის ინფორმაცით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 400-მდე შეტყობინება შევიდა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/62...bi-miemartebian * * *
საშინელი წვიმა ყოფილა

და მერე მეწყერი წამოვიდაო