ანუ, როდის და როგორ გეძლევა უფლება გააკეთო მსგავსი განაცხადი?
თუ, ასეც შეიძლება: დილით კარგ ხასიათზე გაიღვიძო და მოდი ერთი ყველაზე მყვირალა განცხადებას გავაცხადებო, გაიფიქრებ და პრეს-კონფერენციას (ან მიტინგს) მოარტყამ?

თუ, რამე წინასწარი საფეხურებია გადასალახი? (ერთ-ერთი ასოცირება რომ იქნება, ეგ გასაგებია)
არჩილ თალაკვაძე - ქვეყანა გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე!
დღეს, კიდევ ერთხელ, გაცხადდა, რომ საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რისთვისაც ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ სხვადასხვა სფეროში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სწორი პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის ხარჯზე საქართველო დღეს, დასავლეთისთვის კიდევ უფრო საიმედო პარტნიორია.
,,ჩვენ გვაქვს მტკიცე ურთიერთობები ჩვენს მეგობრებთან და საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რათა გაწევრიანდეს ნატო-ში.
ასევე, საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რისთვისაც ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ სხვადასხვა სფეროში. ეს საქმე გაგრძელდება, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და განახლებულ სიაში წარდგენილი გვყავს ძალიან გამოცდილი ადამიანები.
გვესმის ძალიან კარგად, რომ არაერთი ადამიანი რჩება უმუშევრობასთან პირისპირ, მათ სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება და ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით ღირსეულად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში.
მინდა მადლობა , გადავუხადო ყველა ჩვენს თანაგუნდელს, ვინც მეცხრე მოწვევის პარლამენტში იმუშავა, ისინი მომავალშიც ღირსეულ პოზიციებს დაიკავებენ სხვადასხვა სექტორში და ერთად განვაგრძობთ მუშაობას ქვეყნის განვითარებისათვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
------------------
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარტია „ქართული ოცნება“ -დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, დღეს საქართველო ძალიან ახლოს არის როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-სთან.
„უპრეცედენტოდ მაღალია საქართველოს წარმატებები საგარეო მიმართულებით. როგორც არასდროს, ქვეყანა ძალიან ახლოს არის როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-სთან. ეს არის სწორედ იმ საქმიანობის შედეგი, რომელიც 8 წლის განმავლობაში განხორციელდა. სავიზო ლიბერალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების შეთანხმება - ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რომელიც დადო „ქართული ოცნების“ გუნდმა, მაგრამ გვაქვს კიდევ უფრო მეტი ამბიციური გეგმა. მიხარია, რომ დღეს გაჟღერდა და ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც არის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. „ქართული ოცნება“ ამას აუცილებლად განახორციელებს. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი იმ დაპირებისკენ და მნიშვნელოვანი მისიისკენ, რომელიც გვაქვს, რაც არის ასახული ჩვენს კონსტიტუციაში - საქართველოს სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და არჩევანი. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. განაცხადის გაკეთება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს იქნება წარმატებით შესრულებული, ისევე როგორც ნატო-ს მიმართულებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. თუნდაც შავი ზღვის ახალი ელემენტის გამოკვეთა ნატო-სთან ინტეგრაციის კონტექსტში, რაზეც იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრისას, სწორედ შავმა ზღვამ უნდა შეასრულოს მაკავშირებელი ფუნქცია და როლი“, - განაცხადა ზალკალიანმა.