მოგესალმებით, გადავწყვიტე დროპშიფინგისთვის საიტი გამეკეთებინა. ყველაფერი ავაწყე და გავმართე, მაგრამ ბოლოს ფეიფალი , რომ მივაბი ჩემს ვიზა კლასიკის ბარათს და შემდგომ უკვე საიტს, საიტზე განვახორციელე სატესტო ყიდვა სხვა ფეიფალიდან. ჩემს ფეიფალზე დაჯდა თანხა და დაეწერა, რომ 21 დღე ხელს ვერ ვახლებ.
ეხლა პრობლემა იმაშია, რომ როდესაც ჩემს საიტზე მაგალითად ვინმე იყიდის 100 დოლარიან პროდუქტს რომელსაც მე 20$ მოვუმატე, ანუ 120$ ჩამირიცხავს ფეიფალზე, ეს ანგარიში 21 დღე გამეყინება. მე კიდე ჯიბეში მაგდენი ფული არ მიდევს, რომ ჩემი ჯიბიდან ვუყიდო გავუგზავნო 100$ პროდუქტი და ფეიფალიდან მერე მოვხსნა როცა 21 დღე გავა 120$. მითუმეტეს ესეთი პროდუქტი შეიძლება იყოს 10 ცალი. 10 X 100 = 1000 $ და ამდენი ფული საიდან მოვიტანო არ ვიცი.
და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ანუ ბევრი ტრანზაქციები უნდა მქონდეს ჩემს ექაუნთზე ამ 21 დღის მანძილზე? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ სიტყვაზე დაველოდები 21 დღე არაა პრობლემა, ჯანდაბას. მაგრამ 21 დღის შემდეგ ანუ 22 დღეს ან 30 -ე დღეს რომ იყიდოს ვინმემ კიდე 100 დოლარიანი პროდუქტი, ისევ 21 დღე დამიკავებს ამ ფულსაც?
რა შემიძლია გავაკეთო იქნებ დამეხმაროთ .
მადლობა წინასწარ
This post has been edited by wox1997 on 11 Oct 2020, 17:16