#56931323 · 4 Oct 2020, 10:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც ცნობილია კორონა ვირუსის შესახებ-არ არსებობს მკურნალობის უტყუარი მეთოდები,არ შექმნილა საწინააღმდეგო ვაქცინა,ყველაფერი კვლევის და პრტევენციული ღონისძიებების დონეზეა:ვატაროთ ნიღბები,დავიცვათ დისტანცია,მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს და სხვა.ბოლომდე არაა გამოკვლეული ვირუსის და დავირუსებული პიროვნების შემდგომი პროცესების განვითერების შესახებ. ამასთან ერთად სტატისტიკა იძლევა ციფრებს მხოლოდ კლასტერების დონეზე ზრდადობა-კლებადობის შესახებ. ამ ყველაფრის ფონზე გასაკვირია,რატომ არ ქვეყნდება ზუსტი სტატისტიკა დაავადებული პიროვნებების შესახებ.ჯერ ხომ ზუსტად არაა დადგენილი რამდენად უვნებელია ვირუსგადატანილ პიროვნებასთან სიახლოვე? პირბადის ტარებასთან და სახლში დარჩენასთან ერთად უპრიანი ხომ არ იქნებოდა რომ მოვერიდო კორონაგადატანილ პიროვნებას? მაშ რატომ? იმიტომ ხომ არა,რომ ადვილი გახდება სტატისტიკის გადამოწმება? და ეს ხომ არ აღრმავებს იმ ეჭვებს,რაც მოსახლეობაში ტრიალებს?
|